თურქეთის სპეცსამსახურებმა ბელგია გააფრთხილეს, მაგრამ მათი მხრიდან ამ გაფრთხილების იგნორირება მოხდა - ერდოღანი

თურქეთის სპეცსამსახურებმა ბელგია გააფრთხილეს, მაგრამ მათი მხრიდან ამ გაფრთხილების იგნორირება მოხდა - ერდოღანი

ერთ-ერთი "ბოევიკი", რომელიც ბრიუსელის 22 მარტის ტერაქტებშია ეჭვმიტანილი, თურქეთის ხელისუფლებამ 2015 წლის ივნისში დააკავა და ბელგიაში დეპორტირება განახორციელა. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით , ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

"ბრიუსელში ერთ-ერთი თავდამსხმელი ქალაქ გაზიანტეპში დააკავეს და ბელგიაში მისი დეპორტაცია განხორციელდა", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანის თქმით, როდესაც ბელგიის ხელისუფლებისთვის დეპორტირებულის გადაცემა ხდებოდა, თურქეთის სპეცსამსახურებმა ბელგია გააფრთხილეს, რომ აღნიშნული პირი "ბოევიკი" - ჯიჰადისტია, მაგრამ მათი მხრიდან ამ გაფრთხილების იგნორირება მოხდა, ვინაიდან ვერ შეძლეს მისი კავშირების დადასტურება ტერორისტულ ორგანიზაციებთან.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა