ბრიუსელის ტერაქტების დროს დაშავებული 61 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია

ბრიუსელის ტერაქტების დროს დაშავებული 61 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია

ბრიუსელის ტერაქტების დროს ათობით დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, - ამის შესახებ ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა მაგი დე ბლოკმა განაცხადა.

ბოლო მონაცემებით, ბრიუსელში აფეთქებების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა, 300-მდე დაშავდა, მათ შორის არიან 40 სახელმწიფოს მოქალაქეები.

ბელგიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საავადმყოფოებში ამ დრომდე 150 ადამიანი გადის მკურნალობას, 61-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 4 მათგანი კომატოზურ მდგომარეობაშია.

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს დღეებში დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა