შორენა ბეგაშვილის შვილის, ევა ბარბაქაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. როგორც ტელეკომპანია "იმედს" იაშვილის კლინიკის დირექტორმა, ვანო ჩხაიძემ განუცხადა, ევას ხვალისთვის საოპერაციოდ ამზადებენ.
"სიმძიმე განპირობებულია სიმაღლიდან ვარდნით მიღებული მრავლობითი დაზიანებებით. ის იმყოფება ნეიროქირურგიის, ტრავმატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. დღეს ჩატარებული დამატებითი კვლევებით, დაზიანებების ხარისხი და ზუსტი ადგილი იდენტიფიცირებულია, ხვალისათვის იგეგმება ოპერაციული ჩარევა უპირველესად ნეიროქირურგის და შემდეგ ტრავმატოლოგის ჩარევის შედეგად.
იმედი გვაქვს, რომ ხვალინდელი ოპერაცია წარმატებით ჩაივლის. ძირითადი პრობლემები ხერხემალთან, ბარძაყისა და მხრის ძვლის დაზიანებაა და ყველაზე მნიშვნელოვანი ხერხემლის დაზიანებაა და ხვალ სწორედ ხერხემლის დაზიანების კორექციით დავიწყებთ", - განაცხადა ვანო ჩხეიძემ.
როგორც ვანო ჩხეიძე აცხადებს, პაციენტის თურქეთში გადაყვანა არ იგეგმება, ვინაიდან იაშვილის კლინიკაში მსგავსი ტრავმების დროს ოპერაციები წარმატებით სრულდება:
"მსგავსი შემთხვევები ბევრია... უმრავლეს შემთხვევაში ოპერაცია წარმატებით სრულდება, თუმცა სრული შედეგისთვის მნიშვნელოვანია რეაბილიატაციის პროცესი. პაციენტის ერთდღიანი სტაბილურობა მცირედ იმედს იძლევა", - აღნიშნავს ვანო ჩხეიძე.
14 წლის ევა ბარბაქაძე გუშინ მე-5 სართულიდან გადმოვარდა და სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა გოგონა ოპერაციის ჩასატარებლად თურქეთში გადაეყვანათ, თუმცა მისი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე ტრანსპორტირება გამოირიცხა. ამჟამად, შორენა ბეგაშვილის თინეიჯერი
ქალიშვილი მართვიდ სუნთქვაზე აღარაა, აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები და მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადის.
იხილეთ ასევე: რა მდგომარეობაშია შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი - უახლესი ინფორმაცია იაშვილის კლინიკის ექიმისგან