კვიპროსის პრეზიდენტი: თვითმფრინავი "ქალის გამო" გაიტაცეს - ბორტი ყველა მგზავრმა დატოვა

კვიპროსის პრეზიდენტი: თვითმფრინავი "ქალის გამო" გაიტაცეს - ბორტი ყველა მგზავრმა დატოვა

ლარნაკას აეროპორტში გატაცებული თვითმფრინავი ყველა მგზავრმა დატოვა. ამის შესახებ ტელეკომპანია "ბიბისი"-ს კორესპოდენტი იტყობინება.

მისი ინფორმაციით, ამჟამად თვითმფრინავში მხოლოდ გამტაცებელი იმყოფება.

ცოტა ხნის წინ კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა ინციდენტთან დაკავშირებით პირველი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ გამტაცებლის მოტივები ტერორისტული ხასიათის არ იყო, არამედ ქალს უკავშირდება.

გამტაცებელმა ლაინერის ეკიპაჟს ჩასვლა კვიპროსის ლარნაკას აეროპორტში უბრძანა, რომლის სიახლოვესაც, "ბიბისის" ცნობით, მისი ყოფილი მეუღლე ცხოვრობს.

კვიპროსის ლარნაკას აეროპორტში გამტაცებლის ყოფილი მეუღლე ჩაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "ბიბისი" ავრცელებს, რომლის თანახმად, ის აეროპორტის სიახლოვეს მდებარე ერთ-ერთი სოფელში ცხოვრობს.

ყოფილ მეუღლესთან შეხვედრა გამტაცებლის დაჟინებული მოთხოვნა იყო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა