კანადის პრემიერ-მინისტრი იოგას პოზაში

კანადის პრემიერ-მინისტრი იოგას პოზაში

ინტერნეტში გავრცელდა რამდენიმე წლის წინ გადაღებული ფოტო, რომელზეც კანადის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო იოგას რთულ პოზას ასრულებს. ფოტო პარლამენტის შენობაში, შეხვედრების ოთახშია გადაღებული. სავარაუდოდ, თანაგუნდელებთან თათბირის შემდეგ, ტრუდომ განტვირთვა მაგიდაზე იოგას პოზაში გადაწყვიტა. ტრუდომ ფოტო პირად "ტვიტერზე" 2013 წლის აპრილში გამოაქვეყნა, მაგრამ სურათი პოპულარული ახლახანს გახდა.

ფოტოზე ასახული ადამიანებიდან ერთ-ერთი ონტარიოს პარლამენტის წევრი ენტონი როტაა. როგორც ჩანს, ფოტო 2010 წელსაა გადაღებული. მსგავს პოზებში ფოტოების გადაღება მაშინ მოდაში იყო და ტრუდოც ცდილობდა თავისი უნარების დემონსტრირებას. ფოტოს აგრეთვე ამსგავსებენ ჯასტინ ტრუდოს მამის 40 წლის წინანდელ ფოტოს, რომელზეც ყოფილი პრემიერ-მინისტრი პიერ ტრუდო ფარშევანგის პოზაშია აღბეჭდილი.

მომზადებულია ctvnews.ca-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა