თურქეთში მომხდარ ტერაქტს 4 პოლიციელი ემსხვერპლა

თურქეთში მომხდარ ტერაქტს 4 პოლიციელი ემსხვერპლა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დიარბაქირის პროვინციაში ავტოსადგურზე მომხდარ ძლიერ აფეთქებას 4 პოლიციელი ემსხვერპლა. ამის შესახებ "ჰურრიყეტ დაილყ ნეწს" იუწყება.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. თუმცა, ამ დროისთვის, დაჭრილთა ზუსტი რაოდენობა არ კონკრეტდება. სხვადასხვა ინფორმაციით, მათი რაოდენობა 20-მდე გაიზარდა.

დანაღმული ავტომობილი იმ დროს აფეთქდა, როდესაც ავტოსადგურთან პოლიციელებმა გაიარეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა