ალა პუგაჩოვამ ყოფილ ქმარზე შური იძია - სკანდალური დეტალები პრიმადონას მეორე ქორწინებიდან

ალა პუგაჩოვამ ყოფილ ქმარზე შური იძია - სკანდალური დეტალები პრიმადონას მეორე ქორწინებიდან

ალექსანდრ სტეფანოვიჩი, ყოფილი ცოლის მიმართ, კვლავ დიდი სიმპატიითაა განწყობილი.

აქსანა პუშკინას გადაცემის მორიგი სტუმარი, ალა პუგაჩოვას ყოფილი ქმარი - ალექსანდრ სტეფანოვიჩი გახლდათ. გადაცემა წყვილის ცოლ-ქმრულ ცხოვრებას მიეძღვნა.

სტეფანოვიჩის თქმით, ალა ბორისოვნა ნათელი ადამიანი იყო, თუმცა ეს მისი ცხოვრების მოკლე ეპიზოდი აღმოჩნდა, რადგან მათი ქორწინება, სულ 4 წელიწადს გაგრძელდა. მიუხედავად ამისა, მწერალი და რეჟისორი, ყოფილ ცოლზე დღემდე აღტაცებული საუბრობს.

"მან ყველაზე მთავარი მომცა - საკუთარი სიყვარული, რისთვისაც მზად ვარ დღემდე დავუკოცნო ხელები" - აღიარა სტეფანოვიჩმა.

რეჟისორმა გაიხსნენა, რომ ახლად დაქორწინებულების პირველმა ღამემ საკმაოდ უჩვეულოდ ჩაიარა - სკამებზე. ქორწილი კი, რომელიც 1977 წელს შედგა, სპონტანური იყო. მაშინ სტეფანოვიჩმა 1000 რუბლი ისესხა, 25 დეკემბერს კი დაჩაზე იქორწინეს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ სწორედ ამ დაჩაზე ჩაიწერა ვლადიმერ ვისოცკის სიმღერები, რომელიც შემდეგ საფრანგეთში გაგზავნეს და ვინილი გამოსცეს.

გადაცემაში პუგაჩოვას ყოფილმა ქმარმა საიდუმლო გათქვა, თუ როგორ გავრცელდა მომღერალზე ჭორები. მაგალითად: ერთხელ რესტორანში, სტეფანოვიჩმა იხუმრა, რომ ალამ ქმარი უთოთი მოკლა. ცოტახნის შემდეგ, როცა ვოლოგდიდან დაბრუნდა, ალამ უამბო, რომ მასთან

მივიდნენ და ჰკითხეს: "თქვენ სცენაზე გამოსვლა არ გეკრძალებათ? თქვენზე ხომ გამოძიება მიმდინარეობს.."

განშორების მიზეზი ფილმის გადაღების პროცესი გახდა, რომლის რეჟისორიც სტეფანოვიჩი იყო. მუშაობის პროცესში, რეჟისორის თქმით, პუგაჩოვამ მოახერხა და მთელ გადამღებ ჯგუფს საქმე ჩაუშალა. შედეგად გადაწყდა, ის სოფია როტარუთი შეეცვალათ.

განაგრძეთ კითხვა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა