ფედერიკა მოგერინი აზერბაიჯანსა და სომხეთს მშვიდობიანი მოლაპარაკებებისაკენ მოუწოდებს

ფედერიკა მოგერინი აზერბაიჯანსა და სომხეთს მშვიდობიანი მოლაპარაკებებისაკენ მოუწოდებს

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი აზერბაიჯანსა და სომხეთს მშვიდობიანი მოლაპარაკებებისაკენ მოუწოდებს . მოგერინი მოითხოვს, კონფლიქტის ზონაში ცეცხლის დაუყოვნებლის შეწყვეტას. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს.

"ინფორმაცია გააქტიურებული საბრძოლო მოქმედებების შესახებ კონფლიქტის სასაზღვრო ზონაში ღრმა შეშფოთებას იწვევს. მე მოვუწოდებ მხარეებს, დაუყოვნებლივ შეაჩერონ საბრძოლო მოქმედებები და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოქმედი რეჟიმის ფარგლებში დარჩნენ. სომხეთისა და აზრებაიჯანულმა მხარეებმა უნდა აარიდონ თავი სიტუაციის ესკალაციას", - ნათქვამია ფედერიკა მოგერინის სახელით დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეობასთან დაკავშირებით.

"ევროკავშირი კვლავ მხარს უჭერს ეუთო-ს ფარგლებში მინკის ჯგუფის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ჩვენ ველოდებით, რომ მხარეები მკაცრად დაიცავენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, არ გამოიყენებენ ძალას და შეეცდებიან მშვიდობიანი გზით მოაგვარონ მთიანი ყარაბაღში არსებული კონფლიქტი", - აცხადებს მოგერინი.

მთიან ყარაბაღში სიტუაცია მკვეთრად 2 აპრილს დაიძაბა. სომხეთი და აზერბაიჯანის მხარეებმა ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

ორივე ქვეყნის ოფიციალური წყაროები ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ. სხვადასხვა წყაროს ცნობით, შეიარაღებულ დაპირისპირებაში ავიაციაც მონაწილეობს. მხარეები მხოლოდ მოწინააღმდეგის რიგებში არსებული მსხვერპლის შესახებ ინფორმაციასაც ადასტურებენ.

ინტერპრესნიუსი

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა