ევროპის საბჭო კონფლიქტის ორივე მხარეს მოუწოდებს, შეწყვიტონ სისხლისღვრა

ევროპის საბჭო კონფლიქტის ორივე მხარეს მოუწოდებს, შეწყვიტონ სისხლისღვრა

ევროპის საბჭო კონფლიქტის ორივე მხარეს მოუწოდებს, შეწყვიტონ სრულიად უსარგებლო სისხლისღვრა, რომელსაც არსაით მივყავართ, - ამის შესახებ საუბარია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბერნ იაგლანდის განცხადებაში.

მან შეშფოთება გამოხატა მთიანი ყარაბაღის "შეხების ხაზზე" სამხედრო ქმედებების ესკალაციასთან დაკავშირებით.

ევროპის საბჭო ორივე მხარეს მოუწოდებს, შეწყვიტოს ეს სისხლისღვრა, რომელსაც არსაით მივყავართ, გარდა ძალადობისა და ადამიანების, მათ შორის სამოქალაქო პირების გარდაცვალების ფაქტებთან. დაჟინებით მოვუწოდებ მხარეებს, დაიცვან სიცოცხლის უფლება, რომელიც გარანტირებულია ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული კონვენციით, დაუბრუნდნენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს და განაახლონ მოლაპარაკებები" , - აცხადება ტორბერნ იაგლანდი.

ასევე იხილეთ: ბოლო ინფორმაცია მთიან ყარაბაღში მიმდინარე დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილთა შესახებ

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა