აზერბაიჯანის საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატის მიერ სომეხი მოხალისეების ავტობუსზე განხორციელებული დარტყმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "ინტერფაქსს" სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანმა არცრუნ ოვანისიანმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან სოფლის ადმინისტრაციების ხელმძღვანელები. ოვანისიანის თქმით, ინციდენტი ყარაბაღ-აზერბაიჯანის შეხების ხაზის ჩრდილოეთ მარტაკერტის მიმართულებაზე მოხდა.
დღის განმავლობაში ოვანისიანმა მედიას მიაწოდა ინფორმაცია ათასობით მოხალისის მიმართვის შესახებ, რომლებიც კონფლიქტის ზონაში წასვლას ითხოვენ.