1,5 მილიონი უკრაინელი შიმშილის ზღვარზეა - გაერო შემაშფოთებელ მონაცემებს აქვეყნებს

1,5 მილიონი უკრაინელი შიმშილის ზღვარზეა - გაერო შემაშფოთებელ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო, 1,5 მილიონი უკრაინელი შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდა. ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამაში განაცხადეს. ექსპერტების ინფორმაციით, დაახლოებით 300 000 ადამიანს დახმარება დაუყოვნებლივ სჭირდება. როგორც უკრაინაში გაერო-ს ორგანიზაციის წარმომადგენელმა ჯანკარლო სტოპონიმ განაცხადა, საკვები პროდუქტების ყველაზე მწვავე დეფიციტი ლუგანსკის ოლქის რაიონებშია.

გაერო-ს სასურსათო პროგრამა უკრაინის აღმოსავლეთში მცხოვრებ მოსახლეობას 2014 წლის ნოემბრიდან ეხმარება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა