ისლანდიის პრემიერ-მინისტრი გადადგა

ისლანდიის პრემიერ-მინისტრი გადადგა

ისლანდიის პრემიერ-მინისტრი სიგმუნდურ გუნლეიგსონი გადადგა. როგორც euronews.ge უცხოურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, აღნიშნული ე.წ. პანამის ჩანაწერებს უკავშირდება. ისლანდიური მედიის ცნობით, პრემიერის პოსტს სოფლის მეურნეობის მინისტრი დაიკავებს.

როგორც ცნობილია, დღეს ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა სიგმუნდურ გუნლეიგსონმა ქვეყნის პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნა სთხოვა. შესაბამისი მიმართვა პრემიერმა ე.წ. პანამის დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა, რომლის თანახმად, ისლანდიის პრემიერ-მინისტრი ოფშორული კომპანიის მფლობელია.

უცხოური მედიის ცნობით, ისლანდიის პრეზიდენტმა პარლამენტის დათხოვნაზე პრემიერს უარი უთხრა და განაცხადა, რომ კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან უნდა ჩაატაროს.

გუშინ, ისლანდიის პარლამენტთან პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მასობრივი აქცია გაიმართა, ოპოზიცია კი პრემიერს უნდობლობის ვოტუმით დაემუქრა.

"პანამის დოკუმენტების" თანახმად, ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა 2007 წელს ოფშორული კომპანია შეიძინა, რომლის აქციების 50% მოგვიანებით მეუღლეს 1 აშშ დოლარად მიჰყიდა. აღნიშნულმა კომპანიამ ისლანდიის ბანკებში მილიონობით დოლარის ინვესტირება მოახდინა.

ინფორმაციის წყარო: http://www.euronews.ge/archives/4349

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა