"გიგის რა შეწყობა უნდა, მარტივად შევეწყვეთ" - სალომე ჭაჭუას "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობა ყოფილმა შეყვარებულმა გაუადვილა

"გიგის რა შეწყობა უნდა, მარტივად შევეწყვეთ" - სალომე ჭაჭუას "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობა ყოფილმა შეყვარებულმა გაუადვილა

4 აპრილს მეგაშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეექვსე სეზონი დაიწყო. წინა სეზონის გან განსხვავებით, წელს შოუში დაბრუნდა მოცეკვავე სალომე ჭაჭუა, რომელსაც პროექტში მუშაობას ორი მამაკაცი უადვილებს  - მისი მეწყვილე მაქს რიჟიკოვი და შოუს ქორეოგრაფი გიგი გაჩეჩილაძე. გიგისთან სალომეს მრავალწლიანი გახმაურებული რომანი ჰქონდა, მერე კი ერთმანეთს დაშორდნენ და სალომე მსახიობ გიორგი ვარდოსანიძეს გაჰყვა ცოლად, თუმცა ეს ქორწინებაც მალევე დაიშალა.

სალომე "სარკესთან" ინტერვიუში ახალ სასცენო პარტნიორზე - მომღერალ ანდრია გველესიანზე, ასევე იმაზე საუბრობს, თუ როგორ გაუადვილდა მუშაობა ყოფილ შეყვარებულთან, რომელთანაც მის დაშორებას საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა:

- გიგი გაჩეჩილაძეს მუშაობის პროცესში როგორ შეეწყვეთ?

- გიგის რა შეწყობა უნდა, ჩვენ ძალიან მარტივად შევეწყვეთ ერთმანეთს. აქამდეც გვიმუშავია ერთად, ერთმანეთის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებთ და, ასე თუ ისე, ჩვენი აზრები ემთხვევა, ამიტომ არანაირი პრობლემა არ გვაქვს.

- როდესაც განსხვავებული აზრები გაქვთ და რაღაცაზე ვერ თანხმდებით, მაშინ რომელი თმობთ?

- ასეთ შემთხვევებში ვცდილობთ, ან საერთო აზრამდე მივიდეთ, ან აბსოლუტურად განსხვავებული გამოსავალი ვიპოვოთ, რაც ორივესთვის მოსაწონი იქნება. გიგი მენდობა და ჩემგანაც სრული ნდობა აქვს, ვიცი, რომ კარგ ცეკვას დადგამს. ორივემ ვიცით, რას მოითხოვს ჩვენი საქმე.

ქეთი დინოშვილი

ჟურნალი "სარკე"

იხილეთ ვიდეო| ვინ არის სალომე ჭაჭუას "ძალიან მამაკაცური" მეწვილე "ცეკვავენ ვარსკვლავებში"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება