"ეს არ არის ჯიჰადი, ეს დიდი ბიზნესია" - რას ჰყვება "ისლამური სახელმწიფოს" ყოფილი მებრძოლი

"ეს არ არის ჯიჰადი, ეს დიდი ბიზნესია" - რას ჰყვება "ისლამური სახელმწიფოს" ყოფილი მებრძოლი

ტაჯიკეთის ხელისუფლების განცხადების თანახმად, სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში უკვე ათასზე მეტი ტაჯიკი იბრძვის. სამართალდამცავთა ინფორმაციით კი, მებრძოლთა შორის, უკვე 200-ზე მეტი ტაჯიკეთის მოქალაქე დაიღუპა.

ტაჯიკი მოქალაქეების გადაბირებას "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები როგორც ქვეყნის საზღვრებში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც ახერხებენ. სირიაში ძირითადად 19-დან 45 წლამდე მამაკაცები მიდიან, არის შემთხვევები, როცა მამაკაცები იქ მეუღლესთან და შვილებთან ერთად წასულან.

იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია გამოსწორდეს, ტაჯიკეთის მთავრობამ შეიმუშავა კანონი, რომლის თანახმადაც, მათ, ვინც ჩამოშორდება ტერორისტულ ორგანიზაციას, სრულიად მოეხსნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

წესისამებრ, ქვეყანაში დაბრუნებული ყოფილი მებრძოლი თვეების განმავლობაში იზოლატორში იკითხება, საქმეში ჩართულია უშიშროების სამსახური, გამომძიებლები და სხვა უამრავი უწყება.

მსგავსი პროცედურა უკვე 200-მდე ყოფილმა ჯიჰადისტმა გაიარა. ტაჯიკმა ბობოჯონ კაკაბოევმაც ზუსტად მსგავსი გზა განვლო სახლიდან ჯიჰადამდე და პირიქით. ის სირიაში თურქეთიდან მოხვდა, თურქეთამდე კი რუსეთში ტაქსის მძღოლად მუშაობდა. ერთ მშვენიერ დღესაც მისი მგზავრი გადამბირებელი "ისლამური სახემწიფოდან" ე.წ. "ვერბოვშიკი" აღმოჩნდა. მან სირიაში 4 თვე დაჰყო, ხოლო პირველი ადგილი, სადაც ის მოხვდა, პალმირას უძველესი ისტორიული ქალაქი აღმოჩნდა.

"2015 წლის ზაფხულში, 150 "ახალწვეულთან" ერთად სამი ავტობუსით წაგვიყვანეს პალმირას ისტორიული ქალაქისკენ. იმ დროს ტერიტორია "ისლამურ სახელმწიფოს" ჰქონდა დაკავებული, ქალაქის მახლობლად იყო გაშენებული საწვრთნელი ბაზა და ბანაკიც, სწორედ აქ იყო ტერორისტთა სპეცრაზმიც.

აქამდე ბევრი არაფერი ვიცოდი პალმირას შესახებ, თუმცა მისი ნახვით მოვიხიბლე, აქ იყო საუცხოო თაღი, სვეტები, პალმები, იქაურობა განსაკუთრებულად მომხიბვლელი იყო.

თუმცა ირგვლივ ყველაფერი დაანგრიეს, ჩემს არაბ ინსტრუქტორს ვკითხე, რატომ დაანგრიეს ისტორიული ნაწილი-მეთქი, მან მიპასუხა: "რაც შეუთავსებელია ჩვენს რელიგიასთან და ცოდვადაა მიჩნეული, ყველაფერი უნდა დაინგრეს"!

თუმცა, შემდეგ შევამჩნიე, რომ მხოლოდ ის იყო დანგრეული, რისი გაყიდვაც ტერორისტებს არ შეეძლოთ, ძვირადღირებული ნივთები კი უკვე კარგა ხანია გაყიდული ჰქონდათ.

გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა