ცნობილი ფილმების ალტერნატიული დასასრული

ცნობილი ფილმების ალტერნატიული დასასრული

ზოგი ფილმი შესაძლოა, ეკრანზე სულ სხვანაირი სახით გვეხილა. წარმოგიდგენთ იმ ფილმებს, რომელთა დასასრულიც რადიკალურად განსხვავდებოდა იმ საბოლოო ვერსიიდან, რომელსაც დღეს ვიცნობთ.

პეპლის ეფექტი

ერთადერთი ფილმი, რომლითაც ეშტონ კატჩერს შეუძლია იამაყოს, ერთბაშად რამდენიმე დასასრულით განიხილებოდა. ბოლოს მთავარი გმირი თავის შეყვარებულს ქუჩაში გადაეყრება, ისინი ერთმანეთს შეხედავენ და თავიანთი გზით წავლენ. ამ სცენის კიდევ ორი ვერსია არსებობს: ევანი (კატჩერი) ტრიალდება და მიყვება კელის (შეყვარებულს), ისინი ერთმანეთს გაიცნობენ და როგორც იქნა, ურთიერთობა აღდგება. მესამე დასასრული შემდეგი იყო - კატჩერის გმირი ბრუნდება იმ დროში, როდესაც ჯერ კიდევ დედის მუცელშია და ჭიპლარით იგუდავს თავს, რათა ახლობლები ტანჯვისგან გაათავისუფლოს.

ლამაზმანი

თანამედროვე კონკიას ისტორიის დასასრული მილიონობით ქალის საყვარელი კინოფინალია. თუმცა, თავდაპირველ ჩანაფიქრში ყველაფერი სხვაგვარად იყო: რიჩარდ გირი ჯულია რობერთსს მიიყვანს ჰოლივუდის ბულვარზე, სადაც პირველად შეხვდნენ ერთმანეთს, აძლევს ფულს და ამბობს: "ინანებ თუ არ აიღებ, იმ წამსვე ინანებ, როდესაც წავალ"... და ბოლო სცენაში რობერთსი თავის მეგობართან ერთად დისნეილენდში მიდის ჰონორარის დასახარჯად.

ტიტანიკი

ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც "ტიტანიკი" ერთხელ მაინც არ უნახავს. თავიდან რეჟისორ ჯეიმს კემერონს სურდა განსხვავებული ფინალი გადაეღო. მკვლევარი და განძზე მონადირე ბროკი როუზს გემის კიჩოზე დაინახავს, ის მას მედალიონს ანახებს და რამდენიმე ცხოვრებისეულ რჩევას მიცემს. ბროკი ებრძვის ყელსაბამის მოპოვების ცდუნებას, მაგრამ შემდეგ მფლობელს უბრუნებს, რომ მან ის ჯეკს აჩუქოს.

მეფე ლომი

დისნეის კლასიკურ შედევრსაც თავიდან სხვანაირად უპირებდნენ დასრულებას. თავდაპირველ ვერსიაში სკარი (სიმბას ბიძა) უნდა მომკვდარიყო, მაგრამ ცოტა სხვანაირად: სიმბას გიგანტურ კოცონში უნდა ჩაეგდო ის. სატესტო ჩვენებებზე ბავშვები ისტერიკაში ჩავარდნენ, ამიტომ ფინალი შეცვალეს.

როკი

სილვესტერ სტალონეს დაწერილ სცენარში თავიდან როკი ამარცხებდა კრიდს, გამარჯვებულის საპრიზო ჰონორარს იღებდა და ედრიენს გადასცემდა, რათა გოგონას ზოომაღაზია ეყიდა. თუმცა, ბოლოს თავად სტალონემ შეცვალა დასასრული.

მომზადებულია elle.ru-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება