კეიტ მიდლტონს პაპარაცებმა ფეხის თითების დეფორმაცია და სოკოს ნიშნები აღმოუჩინეს

კეიტ მიდლტონს პაპარაცებმა ფეხის თითების დეფორმაცია და სოკოს ნიშნები აღმოუჩინეს

კემბრიჯის ჰერცოგინია კეიტ მიდლონი და მისი მეუღლე პრინცი უილიამი 7-დღიანი ვიზიტით იმყოფებიან ბუტანში, ინდოეთში, სადაც ჩასვლამდე მიდლტონს უამრავი ტანსაცმელი მოუმზადეს მასპინძელი ქვეყნის კულტურის და ლოკალური სტილის შესაბამისად. თუმცა, როგორც ჩანს ჰერცოგინიამ ერთი რამ ვერ გაითვალისწინა - ფეხზე გახდა რომ მოუწევდა და პედიკურის გაკეთება დაავიწყდა.

განდის მუზეუმში შესვლამდე, პრინცს და პრინცესას ფეხსაცმლის გახდა მოუხდათ და რა თქმა უნდა ეს მომენტი ფოტოგრაფებს არ გამოჰპარვიათ. დაკვირვებულ თვალს არ გამორჩა ისიც, რომ კემბრიჯის ჰერცოგინიას პედიკური არ ჰქონდა გაკეთებული. მედია იმაზეც ჭორაობს, რომ კეიტს პოდიატრიული პრობლემებიც აღენიშნება მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ხშირი სიარულის გამო.

"ფეხის ცერა თითი ისე გამოიყურება, როგორც ნაადრევი სოკოს ნიშნების მქონე თითი. აგრეთვე შეიმჩნევა, რომ განაპირა თითები ტერფის ცენტრიდან გვერდით არიან გადახრილნი. კლანჭის მსგავსი დეფორმაცია ძირითადად გამოწვეულია წვერიანი ცხვირის მქონე ფეხსაცმლით, განსაკუთრებით, როდესაც მსგავსი ფეხსაცმელი მაღალქუსლიანია. ხშირად მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხმარება თითებზე დიდ ზეწოლას ახდენს და მათ დეფორმაციას იწვევს", - აცხადებს ექიმი დეივ უეინი. ის ურჩევს კემბრიჯის ჰერცოგინიას და ყველა ქალს, რომ უფრო მგრძნობიარე ქუსლიანი ფეხსაცმელი ატარონ, განსაკუთრებით კი ცხელ ამინდებში.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება