ვის გულშემატკივრობდა ლეონარდო დიკაპრიო რუსეთ-საქართველოს ომის დროს - ქრისტინე ძიძიგურის გულახდილი ინტერვიუ

ვის გულშემატკივრობდა ლეონარდო დიკაპრიო რუსეთ-საქართველოს ომის დროს - ქრისტინე ძიძიგურის გულახდილი ინტერვიუ

უცხოეთში წარმატებული ქართველი მოდელი, ქრისტინე ძიძიგური გაზაფხულის დადგომასთან ერთად, საკუთარ გარეგნობაზე ფიქრს განსაკუთრებულად იწყებს და როგორც ამბობს, მისი სილამაზის საიდუმლო ჯანსაღი ცხოვრების სტილსა და ბუნებრიობაშია.

- გაზაფხულზე მანდილოსნები გასაკუთრებულად ვიწყებთ საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას... შენ რას აკეთებ წლის ამ დროს საიმისოდ, რომ გამორჩეულად კარგად გამოიყურებოდე?

- პირველ რიგში, ჟურნალ `გზის" რედაქციას და მის მკითხველებს გილოცავთ გაზაფხულის დადგომას (იცინის)! წელიწადის ეს დროს ყველაზე მეტად მიყვარს. როცა ირგვლივ ყვავილებია და ხეები აყვავებას იწყებს, მიმძაფრდება სურვილი, რაც შეიძლება კარგად და მომხიბვლელად გამოვიყურებოდე ანუ თავის მოვლის სხვა ეტაპზე გადავდივარ. გაზაფხულზე კანი საგრძნობლად შრება. ამიტომაც, წელიწადის ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია კანის დატენიანება და კვების რაციონის შეცვლა, რაც შეიძლება მეტი ბოსტნეულისა და ხილის მიღებას გირჩევთ, რომ ორგანიზმი ვიტამინებით შეივსოს, ეს კი ცხადია, ჩვენს გარეგნობაზეც დადებითად აისახება.

- თავის მოვლას ბევრ დროს უთმობ?

- საერთოდ, თავის მოვლა ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. ამაში ძალიან ბევრ დროსაც არ ვხარჯავ, მაგრამ ყოველდღიურად, გარკვეული დროის განმავლობაში, საკუთარ გარეგნობაზე აუცილებლად ვზრუნავ.

- ბუნებრივ კრემებსა და ნიღბებს ანიჭებ უპირატესობას თუ ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ კრემებს ყიდულობ?

- ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენო ბუნებრივი კოსმეტიკური საშუალებები. გულწრფელად გეტყვით, უპირატესობას საფრანგეთსა და ისრაელში დამზადებულ პროდუქციას ვანიჭებ. ბოლო რამდენიმე წელია, რაც პარიზში ვცხოვრობ. ჩემმა სამოდელო სააგენტომ მირჩია ერთ-ერთი ფრანგული კოსმეტიკური ბრენდი და ახლა მისი აქტიური მომხმარებელი ვარ. რაც შეეხება ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ კრემებს - მათ საერთოდ არ ვიყენებ, რადგან ხშირად, ამ ძვირად ღირებულ საშუალებებში ბევრი ქიმიური დანამატი და პარფიუმია - კარგი სურნელისთვის, ეს კი მოგეხსენებათ, კანს ძალიან აზიანებს.

- თუ გაქვს სილამაზის რაიმე განსაკუთრებული რეცეპტი?

- ჩემი სილამაზის საიდულო რეცეპტს გაგანდობთ (იღიმის): ყოველთვის ვიყენებ ბუნებრივ კოსმეტიკურ პროდუქციას, ვიკვებები ჯანსაღად და ვცდილობ, რაც შეიძლება ნაკლებად შევეხო ქიმიურ ნივთიერებებს.

- რამდენად მნიშვნელოვანია ვარჯიში იმისთვის, რომ სასურველ ფორმაში იყო?

- გარდა კარგ ფორმაში ყოფნისა, ვარჯიშს კიდევ სხვა, უამრავი პლუსი აქვს. პირველ რიგში, დავასახელებ სტრესიდან გათავისუფლებას, ახალგაზრდობის შენარჩუნება. ვარჯიშზე ამბობენ, რომ გონებას აახლებს და აზროვნებაში გვეხმარება. საერთოდ, ინტენსიურად ვვარჯიშობ, მაგრამ გამოგიტყდებით და, ბოლო პერიოდში, მოგზაურობების გამო, რეჟიმი ცოტა არ იყოს, დამერღვა. თუმცა, დღის განმავლობაში რამდენიმე წუთით მაინც, სირბილისთვის დროს ყოველთვის ვპოულობ.

- ხშირად გიწევს დიეტაზე ყოფნა?

- დიეტას არასოდეს ვიცავ. როგორც ევროპაში ამბობენ, - მთავარია პროფესიული ცხოვრების სტილი! უკვე აღვნიშნე, რომ უპირატესობას ვანიჭებ ჯანსაღ პროდუქციას. ხილი და ბოსტნეული ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საკვებია. ჯანსაღი ცხოვრების წესი უკვე გონებაშიც გამიჯდა და ჩემი მოთხოვნილება გახდა. შესაბამისად, არასდროს მჭირდება დიეტა.

- სილამაზის სალონებში ხშირად დადიხარ თუ ცდილობ, თავი დამოუკიდებლად მოიწესრიგო?

- სილამაზის სალონი ჩემთვის საკმაოდ კომფორტული ადგილია. დიახ, სალონებში ხშირად დავდივარ. თუმცა, საკუთარი თავის მოწესრიგება დამოუკიდებლადაც შემიძლია.

- ოდესმე, საკუთარ გარეგნობაში რაიმეს შეცვლაზე თუ გიფიქრია? ... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება