Tbilisi Open Air 2016-ის ჰედლაინერები ცნობილია. მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორებმა დედაენის ბაღში პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ქართველ მელომანებს ზაფხულში დაგეგმილი ღონისძიებების ლაინაფი, ახალ ლოკაციები, თარიღები და სხვა მნიშვნელოვან დეტალები წარუდგინეს.
Open Air 2016-ის მთავარი ჰედლაინერები UNKLE, AIR და DAMIEN RICE იქნებიან. მათ გარდა თბილისი ისეთ ბენდებსა და შემსრულებლებს უმასპინძლებს, როგორიცაა MORCHEEBA, STEVE VAI და MOODYMANN. ფესტივალი 29, 30 და 31 ივლისს გაიმართება. 3-დღიანი ფესტივალი ლისის ტბიდან ორ კილომეტრში, ახალი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება.
Damien Rice, Steve Vai, Air to visit Georgia - Tbilisi Open Air festival headliners announced