ქეით მიდლტონის ულამაზესი კაბები, რომლებზეც მსოფლიო მედია ალაპარაკდა

ქეით მიდლტონის ულამაზესი კაბები, რომლებზეც მსოფლიო მედია ალაპარაკდა

რამდენიმე დღეა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები: პრინცი უილიამი და მისი მეუღლე, ქეით მიდლტონი ინდოეთში იმყოფებიან, სადაც მათ გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს. ტურნეს ფარგლებში წყვილმა ქვეყნის ღირსშესანიშნაობები მოინახულა და ოფიციალურ ღონისძიებაშიც მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ მეორეს, 90 წლის იუბილე პრინცმა უილიამმა და მისმა მეუღლემ სწორედ ინდოეთიდან მიულოცეს. მსოფლიო მედიამ კემბრიჯის ჰერცოგინიას ჩაცმულობასა და მის დახვეწილ მანერებს არაერთი სტატია და სიუჟეტი მიუძღვნა. ვიზიტის პირველ დღეს მუმბაიში მიდლტონმა ალექსანდრ მაქქუინის კაბა მოირგო. მოდის ექსპერტების აზრით, ის სწორედ ინდური სტილის შესაფერისი იყო. მოგვიანებით ქეითი ინდოელი დიზაინერის, ანიტა დონგრეს კაბაში გამოჩნდა. გავრცელებული ცნობით, ქეთრინმა კაბა ადგილობრივი დიზაინერისა და ქვეყნის პატივისცემის ნიშნად ჩაიცვა. ყველაზე დიდი ყურადღება მისმა ლუჯმა საღამოს კაბამ დაიმსახურა, რომელიც ჰერცოგინიას ბოლივუდის გალა-მიღებაზე ეცვა. ლურჯი მაქმანებიანი და მბზინვარე დეტალებით გაწყობილი კაბა დიზაინერ ჯენი პექჰემს ეკუთვნის, რომელსაც მან ინდური საიუველირო ბრენდის სამკაული შეუხამა. დიდი მოწონება ხვდა წილად ბრიტანელი დიზაინერის, ელის ტემპერლის მოცისფრო-მომწვანო ფერის მაქმანებიან კაბას, რომელიც მიდლტონს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ეცვა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: კეიტ მიდლტონს პაპარაცებმა ფეხის თითების დეფორმაცია და სოკოს ნიშნები აღმოუჩინეს

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება