იაპონიაში ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოყვა

იაპონიაში ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოყვა

იაპონიის სამხრეთით, კუნძულ კიუსიუზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 6,2 მაგნიტუდა შეადგინა. არიან გარდაცვლილები და დაშავებულები. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯერჯერობით არ სახელდება.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 21:26 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ მაშიკთან იყო, რომელიც კუმამოტოს პრეფექტურაში მდებარეობს. ბოლო ინფორმაციით, საავადმყოფოებში 45 ადამიანი მკურნალობს. ადგილობრივი მედია შენობებში ხანძრების შესახებაც იუწყება.

იხილეთ ვიდეო

მიწისძვრის შედეგად, ცუნამის საშიშროება არ არსებობს. იაპონიის ზოგიერთ სარკინიგზო ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეჩერდა. ატომურ ელექტროსადგურებზე "გენკაისა" და "სენდაიზე" შემოწმება მიმდინარეობს. აღნიშნული სადგურები კუნძულ კიუსიუზეა განთავსებული.

მიწისძვრის გამო ქვეყნის პრემიერმინისტრის კანცელარიაში საგანგებო შტაბი შეიქმნა. სინძო აბემ ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ზომების გატარების განკარგულება გასცა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა