იაპონიაში მიწისძვრას 3 ადამიანი ემსხვრპლა და 200 დაშავდა

იაპონიაში მიწისძვრას 3 ადამიანი ემსხვრპლა და 200 დაშავდა

სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და 200 ადამიანი დაშავდა იაპონიის კუნძულ კიუსიუს კუმომოტოს პრეფექტურაში დღეს მომხდარი მიწისძვრის შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას პრეფექტურის ხელისუფლება ავრცელებს.

მასიკის დასახლებაში ათი შენობა ჩამოინგრა. გაჩნდა ხანძრის კერებიც. ამ დროისთვის მაშველები მოსახლეობის ევაკუირებას ახორცილელებენ. მათი განსახლება ხდება სკოლებისა და დაწესებულებების შენობებში. მასიკიში შეწყვეტილია გაზმომარაგება, გათიშულია ელექტროენერგია.

ერთ-ერთი ინფორმაციით, მიწისძვრის გამო სარკინიგზო მიმოსვლაც შეფერხდა, რაც მატარებლის შემადგენლობის 6 ვაგონის რელსებიდან გადავარდნამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კუნძულ კიუსიუზე დღეს ერთმანეთის მიყოლებით სხვადასხვა სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელთა მაგნიტუდამ 6,2; 6,4; 5,0; 5,7 შეადგინა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა