ალა პუგაჩოვას ცხოვრების წესი - პრიმადონა ფულზე, ნარკოტიკებსა და დეპრესიაზე

ალა პუგაჩოვას ცხოვრების წესი - პრიმადონა ფულზე, ნარკოტიკებსა და დეპრესიაზე

პრიმადონა 15 აპრილს იუბილარი იყო.

გთავაზობთ მისი ცხოვრების საინტერესო ეტაპებს, რაზეც თავად საუბრობს:

ბავშვობაზე

"ყურადღების ცენტრში ყოფნა არასდროს მიყვარდა. ფოტოების გადაღება მეჯავრებოდა. იმდენად ჩაკეტილი ვიყავი, მეტსახელად "ველურსაც" მეძახდნენ. საკუთარ სამყაროში ვცხოვრობდი, სადაც მთავარი ადგილი მუსიკას ეკავა.

გაჭირვებულ ოჯახში არ ვიზრდებოდი, ყოველ ზაფხულს აგარაკზე ვისვენებდით, იკრიბებოდნენ თანატოლები, მე პიანინოზე ვუკრავდი, სიმღერებს ვმღეროდი. პიანინო ყოველთვის იყო ჩემს გვერდით.

5 წლიდან ასე ხდებოდა. ყველა ისვენებდა, როცა მე საათობით ვმეცადინეობდი. მერე გავაცნობიერე, რომ ყურადღებას მხოლოდ ერთი საქმით ვიქცევდი, სხვა დარგში არაფერს წარმოვადგენდი. არც სპორტული ვიყავი, არც ცეკვაზე დავდიოდი, ერთი წითური, სათვალებიანი გოგონა ვიყავი, რომელიც ბებიის მითითებებს ასრულებდა. ამან გამოიწვია ის, რომ გარდატეხის პერიოდში ამ ყველაფრიდან თავის დაძვრენის სურვილი გამიჩნდა.

იქედან გამომდინარე, რომ თანატოლებთან ურთიერთობა არ მქონდა, უფროს ხალხთან ვმეგობრობდი. ისინი ძალიან კარგი და საინტერესო ადამიანები იყვნენ.

წარმოიდგინეთ: მარკ ბერნესი, ედიტ პიეხა, ედუარდ ჰილი... ეს არიან ადამიანები, რომლებიც ჟურნალისტების მიზანში ყოველთვის ხვდებოდნენ, ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყვნენ, მე კი მათ ჩრდილში ყოფნა მომწონდა... საშუალება მქონდა, მათი ცხოვრების მძიმე მომენტებზე თვალყური მედევნებინა და ვერასდროს წარმომედგინა, როგორ შევძლებდი ასე ცხოვრებას მე. თუმცა პირიქით მოხდა: მიუხედავად ჩემს ცხოვრებაში ჩარევის მიმართ ძალიან ნეგატიური დამოკიდებულებისა, როგორც იტყვიან, ცეცხლში აღმოვჩნდი".

განწყობაზე "წასვლის დროა"

"აქედან წასვლას მხოლოდ სამშობლოს მხრიდან საშინელი შეურაცხყოფა მაიძულებს. ჯერ ასე არავის გავუნაწყენებივარ. თუმცა არ მინდა საკუთარ ქვეყანაში გასაცოდავებული ვიყო. თუ გააკეთებენ ისე, რომ გავღატაკდე, მირჩევნია სხვა ქვეყანაში ვიყო ხელმოცარული".

ფულზე

"ზუსტად იმდენი ფული მჭირდება, რომ თავი დამცირებულად არ ვიგრძნო. შევძლო საკუთარ შვილებსა და შვილიშვილებს დავეხმარო. სუფთა ოჯახური ბიუჯეტი, რაც არ უნდა დაირღვეს".

სამუშაოზე

"შემოქმედებითი ადამიანის სამსახური - ეს ჭკუისა და სულის მუშაობაა. რა თქმა უნდა, სულელივით ერთი წერტილის შემხედვარე ვერ ვიჯდები. ვკითხულობ, მუსიკას ვუსმენ, საზღვარგარეთ ვმოგზაურობ, ვესწრები კოლეგების კონცერტებს, ვეცნობი უცხოელ არტისტებს, დავდივარ თეატრში..."

წაიკითხეთ სრულად და ნახეთ ფოტოგალერეა

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს