იაპონიაში მიწისძვრის შედეგად, სავარაუდოდ, ათობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად, სავარაუდოდ, ათობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი

სამხრეთ-აღმოსავლეთ იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ადამიანების სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. "ბიბისის" ცნობით, ოპერაციაში 20 000 სამხედროა ჩართული.

იაპონიაში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ცნობით, არის იმის საშიშროება, რომ ათობით ადამიანი ნანგრევებში იყოს მოყოლილი.

იაპონიაში მიწისძვრა ხუთშაბათსაც მოხდა. ორივე მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 19 ადამიანი ათობით კი დაშავებული. ორი ძლიერი სტიქიის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, მათ შორის გზებიც. ასევე 200 0000-ზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, რეგიონში მდებარე სენდაის ატომური ელექტროსადგური არ დაზიანებულა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა