ელეგანტური ქალის 10 ჩვევა

ელეგანტური ქალის 10 ჩვევა

ელეგანტურობა ზოგისთვის თანდაყოლილი მახასიათებელია, ზოგს კი ბევრი შრომა უწევს იმისათვის, რომ ეს სტატუსი დაიმსახუროს. რაც მთავარია, რამდენიმე ჩვევის გამომუშავებით, ძალიან მარტივად შეძლებთ, ელეგანტური ქალის იმიჯი მოირგოთ და საკუთარი სილამაზე უკეთ წარმოაჩინოთ. OK! სწორედ ამ ჩვევებს გაგაცნობთ:

1. სიარულის მანერით უნდა გამოხატავდეთ, რომ ზუსტად იცით, სადაც მიდიხართ

სიარულის მანერაზე მუშაობა და მისი "გამოსწორება" სრულიად შესაძლებელია. თავადაც კარგად იცით, როგორ დააბიჯებენ თავდაჯერებული და ელეგანტური ქალბატონები. ასე რომ, სულაც არ იქნება სასირცხვილო და სასაცილო, თუ სახლში ცოტას წაივარჯიშებთ და თქვენს ნაბიჯებს უფრო ჰაეროვანს, ლამაზსა და ქალურს გახდით.

2. თუ რეპლიკას გაგიკეთებენ, ღიმილით უპასუხეთ

ღიმილი არის პასუხი, რომელიც ყველა რეპლიკას ერგება. როგორი მწარე, დამცინავი და გამომწვევიც არ უნდა იყოს თქვენი მისამართით გამოთქმული კომენტარი, თავდაჯერებული ღიმილი მას "ნაფლეთებად აქცევს". მასში ყველა პასუხია ჩატეული, თანაც ელეგანტურად.

3. ჩაიცვით ტანსაცმელი, რომელიც თქვენზე "საუბრობს"

სტილი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენს იმიჯს საზოგადოებაში. შესაბამისად, ის, რაც გაცვიათ, თქვენს შინაგან ბუნებაზეც უნდა საუბრობდეს და კარგად უნდა გამოხატავდეს თქვენს ხასიათს. ტანსაცმელი, რომელშიც თავს კომფორტულად არ გრძნობთ, ვერასოდეს გაქცევთ ელეგანტურად.

4. არავის მისცეთ უფლება, თავი ვინმეზე ნაკლებად გაგრძნობინოთ

ადამიანები მხოლოდ იმიტომ გკიცხავენ და გაქილიკებენ, რომ საკუთარი ნაკლები და კომპლექსები დამალონ. სწორედ ამიტომ, ყოველთვის, როდესაც ვინმე შეეცდება, განწყობა გაგიფუჭოთ და არასასურველი კომპლიმენტით, უსარგებლო რჩევით ან მწარე კომენტარით შეგამკოთ, მას სრული სიმშვიდით გადაუხადეთ მადლობა, უთხარით, რომ აუცილებლად გაითვალისწინებთ მის რჩევებს და თემა შეცვალეთ. მხოლოდ ასე შეძლებთ, მიახვედროთ, რომ მისი ღვარძლი უადგილო და უმისამართოა.

5. როდესაც კომპლიმენტს გეუბნებიან, მადლობა გადაიხადეთ

ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც შეგაქებენ და ლამაზი სიტყვებით შეგამკობენ, კი არ უნდა შეეწინააღმდეგოთ და უთხრათ რომ, მაგალითად, სიგამხდრე შავი კაბის "ბრალია", არამედ უნდა გაუღიმოთ, "შეიფეროთ" და ზრდილობიანი მადლობა გადაუხადოთ. ელეგანტური ქალბატონებმა იციან, რომ კომპლიმენტებს იმსახურებენ!

განაგრძეთ კითხვა

"სექსი დიდ ქალაქში": ფეხბურთელებმა 22 იტალიელი მოდელი სპეციალური რეისით ინგლისში ჩაიყვანეს  - სკანდალური ღამის დეტალები

ადელის "სირტუინის დიეტა" - როგორ დაიკლო მომღერალმა 22 კილოგრამი?

16 წლის ქართველმა მოციგურავემ ყინულზე ცეცხლი დაანთო - "დაიმახსოვრეთ, ეს გოგო მსოფლიოს აალაპარაკებს"