სირიიდან ნასროლ რაკეტას თურქეთში 4 ადამიანი ემსხვერპლა

სირიიდან ნასროლ რაკეტას თურქეთში 4 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის ქალაქ კილისში, სირიის ტერიტორიიდან განხორცილელებულ სარაკეტო დარტყმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვია. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.

თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, ყველა დაღუპული სირიელი დევნილია.

სირიის ჩრდილოეთიდან, იმ ტერიტორიიდან, რომელიც დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მიერ კონტროლდება, თურქეთის მიმართულებით ხუთი რაკეტა გაისროლეს, რასაც თურქეთის არტილერიის საპასუხო ცეცხლი მოჰყვა.

ქალაქ კალისში, რომელიც თურქეთ-სირიის საზღვარზე მდებარეობს, დევნილთა ბანაკია განთავსებული.

ინტერპრესნიუსი

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა