ქეთა თოფურიამ გიორგი ნადიბაიძე მოსკოვში წაიყვანა - ვისთან ერთად წარადგენს მომღერალი საქართველოს "ახალი ტალღა 2016"-ზე

ქეთა თოფურიამ გიორგი ნადიბაიძე მოსკოვში წაიყვანა - ვისთან ერთად წარადგენს მომღერალი საქართველოს "ახალი ტალღა 2016"-ზე

"ახალი ტალღის" სიმღერის კონკურსზე საქართველოს წელს სამი კონკურსანტი წარადგენს. დიდების კატეგორიაში "ახალი ხმის" გამარჯვებული, ქეთა თოფურიას გუნდის წევრი გიორგი ნადიბაიძე და რუსეთში მცხოვრები, ბათუმელი ალისა დანელია იმღერებენ. ხოლო პატარების კატეგორიაში ჩვენი ქვეყნის სახელით ლიზი ჯაფარიძე იასპარეზებს. ეს გადაწყვეტილება ჟიურიმ დაახლოებით ერთი საათის წინ მიიღო. გიორგი ნადიბაიძე რუსეთში პროდუსერ ნატო დუმბაძესთან ერთად რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა. "ambebi.ge" გიორგი ნადიბაიძეს პროდუსერს ნატო დუმბაძეს რუსეთში დაუკავშირდა.

- სულ ცოტა ხნის წინ მიიღო ჟიურიმ საბოლოო გადაწყვეტილება. "ახალი ტალღის" წლევანდელ კონკურსზე, რომელიც სექტემბერში გაიმართება. დიდების კონკურსზე საქართველოს გიორგი ნადიბაიძე და ალისა დანელია წარადგენენ. საბავშვო კონკურსზე კი ლიზი ჯაფარიძე იმღერებს.

- რატომ შეაჩერეთ არჩევანი გიორგი ნადიბაიძეზე?

- როდესაც გიორგიმ "ახალი ხმის" კონკურსი მოიგო, მაშინ გაჩნდა იდეა, რომ "ახალ ტალღაზე" მიეღო მონაწილეობა. გიორგი ქეთას გუნდის წევრი იყო "ახალ ხმაში" და ერთობლივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ქეთა კონკურსის დამთავრების შემდეგაც აქტიურად აქცევს ყურადღებას გიორგის, მისი ყურადღება მხოლოდ "ახალი ხმით" არ შემოიფარგლა, უნდოდა გიორგის ვოკალი საქართველოს გარეთაც მოესმინათ და "ახალ ტალღაზე" წაიყვანა. ეს წარმატება ქეთას დამსახურებაა.

"ambebi.ge" საბავშვო "ახალი ტალღის" წლევანდელი კონკურსანტის ლიზი ჯაფარიძის პროდუსერს, გიგა კუხიანიძესაც ესაუბრა. ლიზი ჯაფარიძეს საბავშვო ევროვიზიის კონკურსიდან იცნობენ, მისი სიმღერა "Happy Day" პოპულარობას არ კარგავს.

- გიგა, რატომ შეარჩიეთ საბავშვო "ახალი ტალღისთვის" ლიზი ჯაფარიძის კანდიდატურა?

- წლებია მისი პროდუსერი ვარ, შრომისმოყვარე და ნიჭიერი ბავშვია. მას ყოველთვის უნდოდა საბავშვო "ახალ ხმაზე" გასვლა და ახლა მას აუხდება ეს სურვილი. კასტინგისთვის ორი სიმღერა შეასრულა და ჟიური მოხიბლა. ის ლამაზია, ნიჭიერი, კომუნიკაბელური, საყვარელი გოგოა, კარგად მღერის და სწორედ ამით მოხიბლა ჟიური. ახლა საკონკურსოდ გვაქვს ბევრი სამუშაო, ყოველთვის მაქვს ლიზის იმედი და ვიცი, რომ ის ამჯერადაც გამიმართლებს ჩემს მოლოდინებს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება