"FB-დან მომწერა - "ვწუხვარ, რომ წავაგე..." - დაჩი გრძელიშვილის ემოციური პასუხი ქალიშვილს და რჩევა მშობლებს

"FB-დან მომწერა - "ვწუხვარ, რომ წავაგე..." - დაჩი გრძელიშვილის ემოციური პასუხი ქალიშვილს და რჩევა მშობლებს

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემოციურ ამბავს ყვება, რომელიც მის მცირეწლოვან ქალიშვილს უკავშირდება და მშობლებს რჩევას აძლევს:

"მე და კრავის სუულ სხვანაირი ქიმია გვაქვს ერთმანეთში. გუშინ ჩოგბურთში თამაში წააგო - გამოვტყდები და ცუდად მოვიქეცი - მეწყინა. არა, ალიაქოთი არ ამიტეხია. როცა რაიმე ძალიან მწყინს, ჩემთვის ვარ ხოლმე, ჩუმად. ძალიან იშვიათი ამბავია ეს, მაგრამ ისე ხდება ხოლმე რომ გარშემო ამას უფრო მეტად გრძნობენ, ვიდრე ხმის ამოღების შემთხვევაში. ახლაც ასე იყო - სახლში ისე მივედით, არც მე ამომიღია ხმა და არც მას (კრავაიც მე მგავს). ეტყობა ისე დაიძაბა ჩემს გამო, სახლში ცუდად გახდა. მერე მე სამსახურში ვიყავი და ირმას FB-დან მომწერა - "ვწუხვარ, რომ წავაგე..." შემრცხვა რაღაცნაირათი და ვუპასუხე, წაგებულიც მიყვარხარ და მოგებულიც-მეთქი. მაინც მომწერა, პირობას გაძლევ, ხვალინდელ შეხვედრას შენთვის მოვიგებო - მოიგო. მე არ წავსულვარ, ტელეფონზე რომ ველაპარაკე, ძალიან დაღლილი ჩანდა. დაღლილი და კმაყოფილი. კი, კარგია ეს ამბავი, გულისამაჩუყებელი, მაგრამ რათა ვწერ, რა მინდა გითხრათ - ნუ დაძაბავთ შვილებს მოკლევადიანი, რუტინული მარცხებისთვის: წაგებისთვის, ნიშნისთვის, იმისთვის, რომ ვინმემ რამის აღება დაასწრო გუშინ, ამ საათიდან ამ საათამდე. საათი ხომ მუშაობას აგრძელებს - მას კიდევ ბევრი დამარცხება და გამარჯვება ექნება. მთავარი არა ყოველდღიური და პატარ-პატარა, არამედ დიდი მიზანია. მის მიღწევამდე კი გზაში, ბევრჯერ დაცემა და ბევრჯერ ადგომა უნდა ვასწავლოთ".

იხილეთ ასევე: "ლამის ვიჩქმიტე, ხომ არაფერი მეჩვენება მეთქი..." - ქართველი ბერისა და უცხოელი სტუდენტების "უცნაური ამბავი"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს