Victoria’s Secret-ის ანგელოზების დიეტებისა და ფიტნესის საიდუმლო

Victoria’s Secret-ის ანგელოზების დიეტებისა და ფიტნესის საიდუმლო

ამბობენ, მოდელად უნდა დაიბადოო. თუმცა პოდიუმების ვარსკვლავები გულხელდაკრეფილები არ სხედან და ფორმის შესანარჩუნებლად უამრავ ხერხს მიმართავენ.

დილიდან დაღამებამდე ვარჯიშობენ სპორტდარბაზებში, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მამაცურად უძლებენ გაუთავებელ დიეტებს. ცუდი არ იქნებოდა, ანგელოზების ნაცადი ხერხებისა და ეშმაკობებისგან ჩვენც აგვეღო მაგალითი.

დაუტცენ კრეზი

27 წლის ჰოლანდიელი ლამაზმანი თვლის, რომ კარგ ფორმაში ყოფნა - მისი სამუშაოა. მიეჩვია იმას, რომ უწევს წაქცევამდე ვარჯიში, თუმცა საყვარელ საჭმელზე უარის თქმას - მაგალითად, კალორიულ კარტოფილ ფრიზე - დაუტცენი მაინც ვერ მიეჩვია. ამიტომაც სპორტდარბაზში შეუჩერებლად ვარჯიშობს, სახტუნაოთი ხტუნავს და ბევრს დარბის - ასეთი ფიტნეს-გასართობი აქვს კრეზს.

ციტატა: "მე ვერ შემადარებთ ქალს, რომელიც ყოველ დილით სამსახურში დადის. ეს სულ სხვა ცხოვრებაა. კარგად იმიტომ სულაც არ გამოვიყურები, რომ ყოჩაღი ვარ, არამედ იმიტომ, რომ ეს ჩემი მოვალეობაა".

ადრიანა ლიმა

ის 31 წლის არის, ჰყავს ქმარი, არაჩვეულებრივი ქალიშვილი და მეორე ბავშვსაც ელოდება. თითქოს ცხოვრება მშვენიერი და დალხენილი აქვს, მაგრამ სირთულეების გარეშე ის ამ ყველაფერს ვერ მიაღწევდა. ლიმა - ერთ-ერთი იმათგანია, ვინც გულახდილად ჰყვება, რის ფასად უჯდება მას ფორმაში ყოფნა.

იმისათვის, რომ ბრენდის ყოველწლიური შოუსთვის მზად იყოს, ის რამდენიმე თვით ადრე იწყებს ვარჯიშს პერსონალური მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ. ჩვენებამდე 9 დღით ადრე ადრიანა წყვეტს მყარი საკვების მიღებას და მხოლოდ პროტეინის კოქტეილებსა და წყალს ჯერდება.

დეფილემდე 12 საათით ადრე ის სითხის მიღებასაც წყვეტს. თუმცა ამის გამო ლიმას "ჯანმრთელი ცხოვრების წესის" დამცველები მკაცრად აკრიტიკებენ. ამიტომაც მაინცდამაინც მას ნუ მიბაძავთ. უბრალოდ, დაისახეთ მიზნად, რომ იყოთ მშვენიერი.

ციტატა: "როცა სმასაც წყვეტთ, ორგანიზმი თითქოს გამოშრობას იწყებს და 4 კილოგრამამდე უცებ იკლებ".

წაიკითხეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება