21 აპრილს, აშშ-ში ლეგენდარული ფანკ-შემსრულებელი - როჯერს ნელსონი, იგივე პრინცი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გარდაცვალების შესახებ სხვადასხვა მედიასაშუალებები განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. ერთერთი ვერსიით, ის გარდაცვლილი საკუთარ ხმის ჩამწერ სტუდიაში იპოვეს.
ცნობილი ხდება, რომ აპრილის დასაწყისში პრინცმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ატლანტაში დაგეგმილი კონცერტი გადადო.
მისი წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ 57 წლის ვარსკვლავი გაცივდა, თუმცა მოგვიანებით მდგომარეობა გაურთულდა. გასულ პარასკევს პრინცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გამოწერეს.
პრინცის გარდაცვალების მიმზეზი ჯერ ცნობილი არ არის.
პრინცმა მსოფლიო პოპულარობა 80-იან წლებში მოიპოვა. კარიერის განმავლობაში მას საკუთარი ალბომების 100 მილიონზე მეტი ეგზემპლარი აქვს გაყიდული. მისი ერთ-ერთი პირველი ყველაზე ცნობილი სიმღერაა Purple Rain.