ობამები სამეფო ოჯახს ესტუმრნენ - მათ ხალათში გამოწყობილი პრინცი ჯორჯი შეეგება

ობამები სამეფო ოჯახს ესტუმრნენ - მათ ხალათში გამოწყობილი პრინცი ჯორჯი შეეგება

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და პირველი ლედი მიშელ ობამა დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს ესტუმრნენ. რანდევუს დროს ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი გახლდათ პატარა ხალათში გამოწყობილი პრინცი ჯორჯის შეხვედრა ამერიკის პირველ პირთან კენსინგტონ პალასში.

პრინც უილიამისა და ჰერცოგინია კეიტ მიდლტონის ორი წლის ვაჟი გვიანობამდე არ იძინებდა, რომ ობამებს შეხვედროდა. ობამებმა პატარა პრინცს სარწეველა ცხენი აჩუქეს.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის თვითმფრინავი უინძორის სასახლის გოლფის მოედანზე დაფრინდა, 94 წლის ედინბურგის ჰერცოგი, პრინცი ფილიპი ობამებს შეხვდა და დედოფალ ელიზაბეტის 90-ე დაბადების დღის ლანჩზე გაუძღვა. ამერიკის პირველ ლედის მონარქმა ფოტოალბომი დაათვალიერებინა, სადაც მსოფლიოს ლიდერებთან შეხვედრების ამსახველი კადრები ინახება. მოგვიანებით ობამა ლონდონში გაემგზავრა, სადაც დევიდ კემერონთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და ბრიტანელებს მოუწოდა, არ მიეცათ ხმა ევროკავშირის დატოვებისთვის მომავალ რეფერენდუმში. მოგვიანებით კი ობამებმა კენსინგტონ პალასში უილიამთან, კეიტთან და პრინც ჰარისთან ერთად ივახშმეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია people.com-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა