ეროს რამაზოტის თავი რუსეთში ჰგონია? - მომღერლის ნათქვამი "სპასიბა" და თარჯიმნის გამოსწორებული შეცდომა

ეროს რამაზოტის თავი რუსეთში ჰგონია? - მომღერლის ნათქვამი "სპასიბა" და თარჯიმნის გამოსწორებული შეცდომა

მომღერალ ეროს რამაზოტიმ თბილისში ჩამოსვლის შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, თბილისი ძალიან სუფთა ქალაქია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

რამაზოტის თქმით, მან ჯერ ვერაფრის ნახვა მოასწრო, თუმცა ქალაქში ჩამოსვლისას შენიშნა, რომ აქ სისუფთავეა, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ასეთივე ხალხი ცხოვრობს.

იხილეთ ვიდეო| შეშინებული ეროს რამაზოტი - რის გამო შეხტა მომღერალი პრესკონფერენციაზე

მომღერალი განმარტავს, რომ ის გეგმავს სხვადასხვა ადგილების ნახვას, ვინაიდან ამას მოითხოვს დოკუმენტური ფილმი, რომელსაც მომღერლის საქართველოში ვიზიტის შესახებ იღებენ.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე მცირე უხერხულობაც მოხდა. მომღერალმა ქართველ ჟურნალისტებს და საზოგადოებას მადლობა რუსულ ენაზე გადაუხადა.

პრესკონფერენციის შემდეგ უხერხული ინციდენტის გამოსწორება მომღერლის პირადმა თარჯიმანმა სცადა. ეროს რამაზოტის მან ფურცელზე დაუწერა, რომ სიტყვა "სპასიბა" ქართულად მადლობას ნიშნავს.

მომღერალმა ჟურნალიტებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო, ავტოგრაფები დაარიგა და შეხვედრის ოფიციალური ნაწილიც ქართულად ნათქვამი მადლობით დააგვირგვინა.

ინგა მურუსიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება