საბჭოთა კინოს ყველაზე სასურველი მსახიობის, ანდრეი მირონოვის ვნებებით სავსე ცხოვრება და ტრაგიკული სიკვდილი

საბჭოთა კინოს ყველაზე სასურველი მსახიობის, ანდრეი მირონოვის ვნებებით სავსე ცხოვრება და ტრაგიკული სიკვდილი

ანდრეი მირონოვი, მისი დროის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი გახლდათ. მან 60-ზე მეტი პერსონაჟი შექმნა, ხოლო ფილმში "12 სკამი", განსახიერებული ოსტაპ ბენდერის როლი კი კლასიკად იქცა.

ანდრეი მირონოვი, ცნობილი მსახიობების, მარია მირონოვასა და ალექსანდრე მენაკერის ოჯახში დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი 7 მარტს დაიბადა, მშობლებმა მისი დაბადების მოწმობაში 1941 წლის 8 მარტი მიუთითეს.

ანდრეი თითქმის თეატრის სცენაზე დაიბადა, მარიას მშობიარობა სპექტაკლის მსვლელობისას დაეწყო. მალე მეორე მსოფლიო ომიც დაიწყო და მშობლები ტაშკენტში გადავიდნენ, სადაც ანდრეი მირონოვს ადრეულ ასაკამდე მოუწია ცხოვრება.

ომის დასრულების შემდეგ, ოჯახი მოსკოვში დაბრუნდა. ანდრეი სკოლაში წავიდა, გარკვეული პრობლემების თავიდან ასაცილებლად კი გადაწყვიტეს ბიჭისთვის გვარი შეეცვალათ და მენაკერი მირონოვი გახდა.

მირონოვს უღრუბლო ბავშვობა ჰქონდა. სკოლაში ავტორიტეტით სარგებლობდა.

ზაფხულობით ოჯახი გარეუბანში ისვენებდა, სადაც მსახიობების დასასვენებელი სახლი იყო. ხელოვანი ხალხის გარემოცვაში ანდრეი თავს ბედნიერად გრძნობდა და თავადაც შემოქმედებით და არტისტულ ადამიანად ჩამოყალიბდა.

1958 წელს შუკინის თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. საინტერესოა, რომ შესარჩევი კომისიის წევრებმა არ იცოდნენ, ვისი შვილი იდგა მათ წინაშე.

პირადი ცხოვრება

ანდრეი მირონოვს ცხოვრებაში უამრავი რომანი ჰქონდა, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს. ქალები ხომ აღმერთებდნენ მას. ქალები ანდრეისაც უყვარდა... განაგრძეთ კითხვა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა