თბილისში 25 წლის ბიჭი საყურის ტარების გამო სცემეს

თბილისში 25 წლის ბიჭი საყურის ტარების გამო სცემეს

თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცი საყურის ტარების გამო სცემეს. აღნიშნული შესახებ "ფეისბუქზე" თავად დაზარალებული წერს. მისი ინფორმაციით, ბრალდებულები პოლიციამ უკვე დააკავა.

"არავისთთან არ მქონია ფიზიკური დაპირისპირების მომენტი. 25 წლის განმავლობაში არავის არასოდეს ჩემთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მოუყენებია. დღეს, 23 აპრილს, 3 საათზე ავტობუსის გაჩერებასთან სამი პიროვნება დამესხა თავს იმის გამო, თუ რატომ მეკეთა საყურე და დამიწყეს ცემა. ვიღაცეებმა გაგვაშველეს, ვიღაც ბიჭმა პატრული გამოიძახა. წამიყვანეს დაკითხვაზე, მაჩვენეს უამრავი ფოტო, მაგრამ იმ პიროვნებებიდან, რომლებმაც მცემეს, ფოტოზე არც ერთი არ იყო. მინდა მადლობა ვუთხრა, პოლიციელებს და იქ მომუშავე სამართალდამცავებს საქმისადმი პასუხისმგებლობით მოკიდებისათვის... შემდეგ მანქანით წამიყვანეს, ქუჩები და სკვერები მოვიარეთ და ჩემი მცემელები ერთ-ერთ სკვერში ძველბიჭობდნენ, უცებ აიყვანეს და წაიყვანეს გლდანი-ნაძალადევის პოლიციაში. ორშაბათს ვარ დაბარებული ექსპერტიზაზე, დამპირდნენ, რომ დამნაშავეები მთელი სიმკაცრით დაისჯებიან", - წერს ნიკა ბერიძე.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს