კიმ კარდაშიანის "მკერდის სელფმა" სოციალური ქსელი აალაპარაკა

კიმ კარდაშიანის "მკერდის სელფმა" სოციალური ქსელი აალაპარაკა

რეალითი შოუს ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი მოკრძალებული ჩაცმულობით არასოდეს გამოირჩეოდა, თუმცა სამოსმა, რომელიც მან საქოწილო წვეულებისთვის აარჩია, მედია და სოციალური ქსელი აალაპარაკა. კარდაშიანი მეუღლესთან, კანია უესტთან ერთად მაიამიში მეგობრის ქორწილში იყო მიპატიჟებული. 35 წლის რეალითი ვარსკვლავმა ჯერ მანქანიდან გადაღებული სელფებით გაანებივრა ფანების 140 მილიონიანი არმია სოციალურ ქსელ Snapchat-ში, შემდეგ კი პაპარაცების წინაც იპოზიორა რეპერ მეუღლესთან ერთად.

კოქტეილის შავ კაბასა და მოსასსხამში გამოწყობილ კარდაშიანს, მრგვალ ფორმებზე ტანსაცმელი კიდევ უფრო მჭიდროდ ჰქონდა შემოტმასნილი. მეტიც, მისი მკერდისთვის კაბა მეტისმეტად ვიწროც კი იყო. რეალითი ვარსკვლავის ერთ-ერთმა ფოტომ განსაკუთრებული გამოხმაურება ჰპოვა მის ფანებში. სელფი, სადაც მხოლოდ კიმის მკერდი ჩანს, სავარაუდოდ "ახალი ეპოქის" დასაწყისია "სელფომანიაში".

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება