Maroon 5-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო

Maroon 5-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო

ჯგუფ Maroon 5-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ბილეთები 40 ლარიდან 300 ლარამდე ღირს. tkt.ge -ზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 40 ლარი ღირს ზონა B, 100 ლარი - ოქროს ზონა, 200 ლარი - VIP (B), 300 ლარი - VIP (A).

ჯგუფ Maroon 5-ის კონცერტი 7 ივნისს ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. საოცრებათა მოედანზე, „Check In Georgia“ -ს ფარგლებში გაიმართება.

„საქართველო! ჩვენ ჩამოვდივართ ბათუმში 7 ივნისს. ბილეთები 25 აპრილიდან გაიყიდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც ჯგუფის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება