ქართველი დიზაინერის ბრენდები, რომლებმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს

ქართველი დიზაინერის ბრენდები, რომლებმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს

საქართველოში პროდუქციის შექმნა, მისი საერთაშორისო ბაზრებზე გატანა, სახელის მოხვეჭა და შემდეგ ბრენდად ქცევა ნამდვილად იშვიათი მოვლენაა. იშვიათად თუ ნახავთ ისეთ ქართულ პროდუქტს, რომელიც ღირსეულ კონკურენციას უწევს საერთაშორისო ბრენდებს. ზვიად ციკოლია კი სწორედ ისეთ დიზაინს ქმნის, რომელიც პოპულარულია როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. საათები - UNIQ, Tsikolia 7, ჯავშანტრანსპორტიორები - "დიდგორი", "ლაზიკა", ესენი იმ ბრენდების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ქართველმა დიზაინერმა შექმნა და მსოფლიოში საკმაო პოპულარობა მოიხვეჭა."ბანკები და ფინანსები" გთავაზობთ ინტერვიუს სამრეწველო და სატრანსპორტო დიზაინერ ზვიად ციკოლიასთან.

- UNIQ, Tsikolia 7, - ეს საათის იმ მოდელების მცირე ჩამონათვალია რომელიც თქვენს სახელთან ასოცირდება. როდის დაიწყო თქვენი საათების ისტორიის ათვლა, ამჟამად რომელი საათების მოდელებს ქმნით და სად ხდება მათი დამზადება?

- ამჟამად ჩემი დიზაინით შექმნილი საათის რამდენიმე მოდელი იყიდება, როგორც ქართულ, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ საერთაშორისო ბაზრებზე. ესენია ცნობილი მოდელი TSIKOLIA 7, რომელიც საკმაო პოპულარობით სარგებლობს და განსაკუთრებით პოპულარულია აშშ-სა და დიდი ბრიტანეთში; ასევე UNIQ - საკმაოდ წარმატებული ბრენდი და ქართული შეიარაღებული ძალებისთვის შექმნილი მოდელი, რომლის განახლებასასაც ვგეგმავ. უახლოეს მომავალში, გაყიდვაში ჩაეშვება ლეგენდარული ავია-ინჟინერის, ალექსანდრე ქართველიშვილის მიერ შექმნილი თვითმფინავის P-47-სადმი მიძღვნილი მოდელი, განახლებული დიზაინითა და მრავალფეროვანი არჩევანით.

მთავარი სიახლე კი რაც ამ ეტაპზე გვაქვს, ეხება ცნობილი ბრენდი RONIUS punctua -სთვის შექნილ დიზანს, რომლის მიხედვითაც დამზადდება ბიუჯეტურ სეგმენტზე გათვლილი საათები და მათი ფასი 100 დოლარის ქვემოთ იქნება. თანამედროვე დიზაინის მქონე აქსესუარი დაბალ ფასთან ერთად უმაღლესი ხარისხით და არჩევნის ფართო ასორტიმენტით გამოირჩევა.

რაც შეეხება დამზადების ადგილს, დიზაინი იქმნება ყველგან. ახალი მოდელების ვიზუალური მხარის მოფიქრება უწყვეტი პროცესია. უშუალოდ საათების აწყობის პროცესი შვეიცარიაში მიმდინარეობს "რონდას" მიერ. ეს არის დამოუკიდებელი შვეიცარული კომპანია, რომელიც გამორჩევა სტაბილურობით და მაღალი ხარისხის პროდუქციის გამოშვებით. სწორედ "რონდა" ამზადებს ისეთი ბრენდების პროდუქციას, როგორცაა "შინოლა". ჩემი საათების სერთიფიცირებასაც სწორედ ეს კომპანია ახდენს.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება