"ჩემი 700-ლარიანი სესხი უკვე 8.500 ლარია" - წვრილი მოვაჭრეები ახალი საფინანსო ორგანიზაციების ტყვეობაში

"ჩემი 700-ლარიანი სესხი უკვე 8.500 ლარია" - წვრილი მოვაჭრეები ახალი საფინანსო ორგანიზაციების ტყვეობაში

კერძო იპოთეკარების, მევახშეებისა და ბოლო დროს მომრავლებული ონლაინკრედიტების შემდეგ, ბაზ­არზე ახალი საფინანსო ორგანიზაციები გამოჩნდნენ, რომელთა ძირითადი სამიზნე ბაზარსა და ბაზრობებზე დასაქმებული წვრილი მოვაჭრეები არიან. შემცირებული ვაჭრობის გამო რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ მოვაჭრეებს ახალგამოჩეკილი საკრედიტო ორგანიზაციები მათ საქმიანობაზე "მორგებულ" პირობებს სთავაზობენ, რომლის თანახმადაც, ვალის დაფ­არვა "მცირე პორციებით" ყოველდღიურად ხდება. თუმცა საპროცენტო ტვირთი იმდენად მაღალია, რომ ვალის ორმოდან თავის დაღწევას ცოტა თუ ახერხებს.

ბაზარზე უკვე ბევრი ასეთი კომპანიაა. ტელეფონით მათთან დაკავშირება და სესხის პირობებზე საუბარი, ფაქტობრივად, შეუძლებელია და აუცილებლად ადგილზე მისვლას ითხოვენ. მათი ოფისები, ძირითადად, ბაზრებსა და ბაზრობებთან მდებარეობს. მეტწილად თავად აქტიურობენ, საღამოს 4 საათის შემდეგ, როცა ბაზრებსა და ბაზრობებზე მომხმარებელთა ნაკადი მცირდება, ამ კომპანიების წარმომადგენლებს საინფორმაციო ბუკლეტებით ხელში ხშირად შეხვდებით დახლებს შორის. მართალია, სახელწოდებები განსხვავებულია, მაგრამ პირობები ყველას თითქმის ერთი და იგივე აქვს. სესხს გასცემენ მაქსიმუმ 3 თვით, თვეში 12% და წლიურ 260 პროცენტად, თუმცა ეს მათი გაცხადებული პროცენტია და, რა თქმა უნდა, წლიური ეფექტური პროცენტი­ უფრო მაღალია.

სესხებს გასცემენ უმეტესად მოვაჭრეებზე, ვინც ბაზარში დგას ან გარე მოვაჭრეა. სესხის გაცემისას აუცილებელია გყავდეს თავდები. მსესხებელი თანხას იხდის ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით. ჯარიმები ყოველ გადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 1%-ია.

ამ კომპანიებს არა აქვთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სტატუსი და რეგისტრირებული არიან, როგორც შპს-ები. სესხებს გასცემენ ნოტარიუსის მეშვეობით. ნოტარიუსის ხარჯსაც კლიენტი იხდის.

თუ მსესხებელი თანხას ვერ აბრუნებს, მარტივი აღსრულების პრინციპითა და ყოველგვარი სასამართლოს გარეშე (რადგან მას ვალი ნოტარიულად აქვს აღიარებული და ქონებაც ჩადებული), გარანტიის სანაცვლოდ მსესხებელსა და თავდებს ართმევენ როგორც პროდუქციას, რომლითაც ვაჭრობს,­ ისე ბინას თუ სხვა ქონებას, რაც გარანტიად აქვთ ჩადებული. აღსანიშნავია, რომ ეს ორგანიზაციები პოტენციური მსესხებლისგან შემოსავლის დამადასტურებელ არანაირ დოკუმენტაციას არ ითხოვენ და სესხს მხოლოდ პირადობის მოწმობისა და ბაზრისა თუ ბაზრობის ადმინისტრაციასთან გაცემული საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე გასცემენ.

მოვაჭრეები პრობლემაზე საუბარს ერიდ­ებიან იმის შიშით, რომ ვითარება შეიძლება გართულდეს და გამსესხებელი ორგანიზაციების ზეწოლა გაძლიერდეს, მით უფრო, როცა ეჭვობენ, რომ გამსესხებელი შპს-ების უკან, შესაძლოა, ბაზრებისა და ბაზრობების ადმინისტრაცია ან მათთან დაახლოებული პირები იდგნენ. ჩვენ რამდენიმე­ მათგანი კონფიდენციალობის დაცვის პირობით ჩავწერეთ.

გაგრძელება

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ