ირინა შეიკს მეტოქე გამოუჩნდა - ლედი გაგა

ირინა შეიკს მეტოქე გამოუჩნდა - ლედი გაგა

სანტა მონიკაში არსებულ რესტორან ”ჯორჯო ბალდიში” პაპარაცებმა ბრედლი კუპერი და ლედი გაგა ერთად გამოიჭირეს. მათი ერთად ვახშმობა არავისთვის იქნებოდა გასაკვირი, რომ არა ორი ფაქტორი: გვიან ღამით რესტორანში მარტო სტუმრობა ძალიან წააგავდა პაემანს. ამასთან, მომღერალი ქორწილისთვის ემზადება, კუპერი კი ირინა შეიკს ხვდება. თან, როგორც დასავლურ მედიაში წერენ, კუპერი და შეიკი დანიშნულები არიან.

სანამ კუპერი ღამით ლედი გაგასთან ერთად ვახშმობდა, ირინა შეიკმა თავის ”ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც საქორწინო კაბაშია გადაღებული. მოდელმა მონაწილეობა მიიღო ბარსელონას მოდის კვირეულში, სადაც საქორწინო მოდის ჩვენებები იმართებოდა.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება