რუსეთმა ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინისთვის გადასაცემად საჭირო დოკუმენტების შეგროვება დაიწყო

რუსეთმა ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინისთვის გადასაცემად საჭირო დოკუმენტების შეგროვება დაიწყო

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინისთვის გადაცემისთვის საჭირო დოკუმენტების შეგროვება დაიწყო.

როგორც „რია ნოვოსტი“ იტყობინება, შესაბამისი ინფორმაცია უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა.

სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური აღნიშნავს, რომ ნადეჟდა სავჩენკოს გადაცემის საკითხზე დოკუმენტები რუსეთის იუსტიციის სამინისტროს გადაეცემა, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულ საკითხს უკრაინის კომპეტენტურ ორგანოსთან შეათანხმებს.

ნადეჟდა სავჩენკოს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში ედება ბრალი, რასაც თავად სავჩენკო კატეგორიულად უარყოფს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა