მასშტაბური ხანძრი კანადაში - გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა

მასშტაბური ხანძრი კანადაში - გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა

კანადაში მასშტაბური ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ალბერტას პროვინციის ქალაქ ფორტ მაკმერეიდან მთლიანი მოსახლეობის - 88 000 ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ტყეში გაჩენილი ცეცხლი მომდევნო 24 საათის განმავლობაში სავარაუდოდ, მთელს ქალაქს გაანადგურებს.

ხანძარი, რომელიც კვირას გაჩნდა, სწრაფად ვრცელდება. განადგურებულია ქალაქის 1600 დაწესებულება. დამწვარია 3000-მდე ჰექტარი მიწის ფართობი.

ჯერჯერობით დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება. მეხანძრეები და სამაშველო ვერტმფრენები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა