ვალერი მელაძის უძრავი ქონება – სახლები, სადაც მისი ყოფილი და ახლანდელი ცოლები და შვილები ცხოვრობენ

ვალერი მელაძის უძრავი ქონება – სახლები, სადაც მისი ყოფილი და ახლანდელი ცოლები და შვილები ცხოვრობენ

მას მერე, რაც ვალერი მელაძემ მრავალწლიანი, ერთი შეხედვით მყარი ოჯახი დაანგრია, მისი უძრავ-მოძრავი ქონების ნაწილი მის ცოლს დარჩა, რომელთანაც მომღერლის სამი ქალიშვილი ცხოვრობს. გარკვეულ თანხებთან ერთად, რომლებსაც მელაძე ყოველთვიურად ურიცხავს ყოფილ ცოლს, მას დაუტოვა ასევე უშველებელი სააგარაკე სახლი რუბლიოვკაზე, რომლის ღირებულებაც 2 მლნ დოლარამდეა. ასევე ირინას ერგო ბინა მოსკოვის ცენტრში. კიდევ ორი ბინა დაკეტილია – ისინი ვალერიმ თავის დროზე ქალიშვილებისთვის შეიძინა. ეს ფოტოები სწორედ რუბლიოვკის მდიდრულ აგარაკზე და მოსკოვის პრესტიჟულ ბინაშია გადაღებული.

როგორც ცნობილია, მომღერალს გარდა საკმაოდ სოლიდური ჰონორარებისა, წილები აქვს სამშენებლო და სარესტორნო ბიზნესებში და აქედანაც სოლიდური შემოსავალი აქვს. ასე რომ, მისი ქონება არც ისე მცირეა. შესაბამისად, ვალერის იმდენი სახსრები სულ ჰქონდა, თავისი მრავალწლიანი საყვარლისთვის – ალბინა ჯანაბაევასთვის ბინაც შეეძინა და მისი ცხოვრებაც უზრუნველეყო. ამჟამად ვალერი ალბინასთან და ორ საერთო ვაჟთან – 11 წლის კოსტიასა და 2 წლის ლუკასთან ერთად ცხოვრობს მოსკოვთან ახლოს, სოფელ კოროვინოში 1 მლნ დოლარად ნაყიდ სახლში. იხილეთ ფოტოები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება