ათობით ადამიანი გარდაიცვალა საჰაერო დარტყმის შედეგად სირიის ჩრდილოეთით, სადაც დევნილთა ბანაკია განთავსებული. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება.
სოციალური მედიით გავრცელებულ გამოსახულებებში ჩანს დანგრეული ბანაკი თურქეთის საზღვართან ახლოს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, საჰაერო დარტყმები სირიულმა ან რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა განახორციელეს.