სირიაში გატაცებული სამი ესპანელი ჟურნალისტი გაათავისუფლეს

სირიაში გატაცებული სამი ესპანელი ჟურნალისტი გაათავისუფლეს

სირიაში სამი ესპანელი ჟურნალისტი გაათავისუფლეს, რომლებიც გასული წლის ზაფხულში გაიტაცეს. ისინი არიან რეპორტიორი ანტონიო პამპლიეგა, ფოტოკორესპონდენტი ხოსე მანუელ ლოპესი და ოპერატორი ანჰელ სასტრე. უახლოეს საათებში ისინი მადრიდში დაბრუნდებიან.

ესპანეთის მთავრობის ინფორმაციით, ჟურნალისტების გათავისუფლებაში მონაწილეობა მიიღეს თურქეთმა, ყატარმა და სხვა მოკავშირე ქვეყნებმა.

ესპანელი ჟურნალისტები გასული წლის ივლისში, სირიის ქალაქ ალეპოში გაიტაცეს. ისინი ქალაქის იმ ნაწილში იმყოფებოდნენ, რომელსაც ექსტრემისტული დაჯგუფება "ჯაბჰათ ალ-ნუსრა" აკონტროლებდა.

უფლებადამცველი ორგანიზაციის, "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ცნობით, სირია ჟურნალისტებისთვის მსოფლიოში ყველაზე საშიშ ქვეყანას წარმოადგენს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა