"ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ მე მას ჩამოვშორდი..." - როზალინდა ჩელენტანო მონიკა ბელუჩის სიყვარულსა და მამასთან ურთიერთობაზე

"ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ მე მას ჩამოვშორდი..." - როზალინდა ჩელენტანო მონიკა ბელუჩის სიყვარულსა და მამასთან ურთიერთობაზე

50 წლის როზალინდა ჩელენტანოს მსოფლიო აღიარება 2004 წელს, მელ გიბსონის გახმაურებულ ფილმში - "ქრისტეს ვნებანში" შესრულებულმა სატანას როლმა მოუტანა. ადრიანო ჩელენტანოსა და კლაუდია მორის მომღერალი და მსახიობი ქალიშვილი მშობლებისგან დამოუკიდებლობას პატარა ასაკიდან ცდილობდა ხშირად ამბობს, რომ არ უნდა ცნობდნენ მხოლოდ როგორც ადრიანო ჩელენტანოს შვილს.

გთავაზობთ ამონარიდებს მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან, სადაც მამასთან ურთიერთობაზე, ასევე, მისი ახალგაზრდობის დროინდელ სიყვარულზე, მსოფლიო სექსსიმბოლო მონიკა ბელუჩიზე საუბრობს:

"როდესაც სახლიდან წავედი, ოჯახისგან ყოველგვარ მატერიალურ მხარდაჭერაზე უარი ვთქვი და დღემდე მხოლოდ საკუთარი გამომუშავებული ფულით ვცხოვრობ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა როგორც როზალინდა დამიმახსოვროს. რატომ უნდა ვისარგებლო მამის დამსახურებებით?! თუმცა, გვარზე უარი არ მითქვამს. ადრე გული მწყდებოდა, როდესაც ვამჩნევდი, ხალხს მხოლოდ იმიტომ ვაინტერესებ, რომ ადრიანოს შვილი ვარ. ახლა უკვე მივეჩვიე. გარდა ამისა, მშობლებმა აღიარეს ჩემი ხმის უფლება ხელოვნებაში. როდესაც მამამ ახალი ალბომი გამოუშვა, დამირეკა, რათა ჩემი აზრი გაეგო. ის დარწმუნებულია, ყველასგან განსხვავებით, მე ობიექტური ვიქნები. ეს ძალიან მსიამოვნებს.

- მსოფლიო აღიარება 2004 წელს გეწვიათ, როდესაც მელ გიბსონმა ფილმში "ქრისტეს ვნებანი" გადაგიღოთ სატანის როლში. არ შეგეშინდათ ამ როლის შესრულების?

- არა, არ შემშინებია. თითოეულ ჩვენთაგანში არის რაღაც ღვთიურიც და სატანურიც. ეს მხოლოდ როლია, რომელშიც დავანახე ის ცუდი, რაც ადამიანშია. აი, მშობლები კი - ძალიან რელიგიური ადამიანები - ჩემს გადარწმუნებას ცდილობდნენ… მაგრამ როდესაც მამამ ფილმი ნახა, მითხრა: "შენ პატარა ტალანტი ხარ!". ვფიქრობ, სამი ათასი წლისაც რომ გავხდე, მისთვის მაინც პატარა ვიქნები.

მონიკა ბელუჩისთან ურთიერთობაზე:

ახალგაზრდობაში ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ მე მას ჩამოვშორდი. "ვიცი, რაც მოხდება: შენ ოდესმე ქმარ-შვილი მოგინდება. მე კი თავს მოვიკლავ". ძალიან ბევრს ვფიქრობდი მასზე. როდესაც ახლა ერთმანეთს ვხვდებით, წარსულს ვიხსენებთ. შესანიშნავი არჩევანი გავაკეთეთ: მონიკას ჰყავს მამაკაცი და შვილები, მე - მამაკაცები და ქალები... წაიკითხეთ ინტერვიუ ვრცლად და დაათვალიერეთ ფოტოები დუდანას ბლოგზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება