დევიდ ბექჰემის შვილი ჰოლივუდის მსახიობს ხვდება

დევიდ ბექჰემის შვილი ჰოლივუდის მსახიობს ხვდება

დევიდ ბექჰემის ვაჟმა ბრუკლინ ბექჰემმა და მსახიობმა ქლოი გრეის მორეთსმა ოფიციალურად აღიარეს, რომ ერთმანეთს ხვდებიან. პრესაში მრავალი სპეკულაციის შემდეგ, საბოლოოდ მორეთსმა ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის ეთერში განაცხადა, რომ ის და ბრუკლინი ერთმანეთს ხვდებიან.

ურთიერთობის გასაჯაროების შემდეგ წყვილმა სოციალურ ქსელებში დაიწყო ფოტოების განთავსება, რომელზეც ერთად არიან გამოსახულნი.

წყვილი აგრეთვე ლოს ანჯელესში შენიშნეს, სადაც ბრუკლინის მშობლებთან, დევიდ და ვიქტორია ბექჰემებთან და ძმებთან, კრუზთან და რომეოსთან ერთად ვახშმობდნენ. როდესაც ქლოის ჰკითხეს თავისი შეყვარებულის ცნობილ მშობლებზე, მსახიობმა უპასუხა: ”მაგარი დედ-მამა არიან, მზრუნველი მშობლები და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ლამაზი შვილი გამოუვიდათ”.

მომზადებულია people.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება