"კავკასიელი ტყვე ქალის" ნატალია ვარლეის უიღბლო პირადი ცხოვრება

"კავკასიელი ტყვე ქალის" ნატალია ვარლეის უიღბლო პირადი ცხოვრება

ყველასთვის საყვარელი საბჭოთა მსახიობი, ნატალია ვარლეი რუმინეთში, ქალაქ კონსტანცაში 1947 წელს დაიბადა. მალე ოჯახი მურმიანსკში გადავიდა, სადაც მამამისი, საზღვაო კაპიტანი, ვლადიმერ ვიქტორის ძე გადაიყვანეს. ნატალიას მამისგან ვალიური, დედისგან კი ფრანგული ფესვები აქვს. ჰყავს და ირინა, რომელსაც ასევე მსახიობობა იტაცებს და მოყვარულთა თეატრში თამაშობს.

გოგონამ შემოქმედებითი პოტენციალი მცირე ასაკიდან გამოავლინა. ბავშვობიდან წერდა ლექსებს, ხატავდა. 8 კლასის დასრულების შემდგე ნატალია საცირკო და საეტრადო სასწავლებელში ჩაირიცხა, რომლის დასრულების შემდეგ გარკვეული დროით ცირკში, ცნობილ კლოუნთან, ლეონიდ ენგიბაროვთან ერთად მუშაობდა. მალე გოგონა შუკინის თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ნატალიას აქტიური სამსახიობო მოღვაწეობა სწორედ აქედან დაიწყო.

რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვარლეის ბავშვობის გატაცება - პოეზია, არ დავიწყებია და ლექსების წერას განაგრძობდა. მოგვიანებით ლექსების ორი კრებულიც გამოუშვა.

ნატალია ვარლეი, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანია. გარდა მსახიობისა და პოეტისა, კარგი ვოკალისტი და ტელეწამყვანია.

კინო

მომავალმა მსახიობმა, მოსკოვის ცირკის გასტროლებისას, რეჟისორი გეორგ ემილევიჩი გაიცნო. გეორგი იმდენად მოიხიბლა ნატალიათი, რომ გადაღებებზე მაშინვე მიიწვია და ვარლეის სადებიუტი ფილმი "ცისარტყელას ფორმულაც" შედგა.

შემდეგი ფილმი, რომელმაც მსახიობი მთელი საბჭოთა კავშირის საყვარელ მსახიობად აქციო და მისი სავიზიტო ბარათიც გახდა, ყველასთვის ცნობილი "კავკასიური ტყვე ქალი" იყო. მას შემდეგ 60-მდე ფილმში ითამაშა, თუმცა საზოგადოებისთვის, საყვარელ, მოკრძალებულ, მაგრამ საკუთარი თავის დამცველ, გოგონა ნინოდ დარჩა.

90-იან ქლებში, როცა კინემატოგრაფია კრიზისს განიცდიდა, ვარლეი უსაქმოდ მაინც არ ყოფილა და სხვადასხვა როლებს ახმოვანებდა. მისი ხმით საუბრობდა, სოფი ლორენი, კატრინ დენევი, მერილ სტრიპი, ვერონიკა კასტრო და სხვა უამრავი მსახიობი. ნატალიამ ორი ათასზე მეტი კინოსახე გაახმოვანე.

პირადი ცხოვრება

ნატალია ვარლეი, პირველად 20 წლის ასაკში, ცნობილ რეჟისორზე, ნიკოლაი ბურლაევზე გათხოვდა. ნატაშას მეგობრები, ამ ქორწინების წინააღმდეგი იყვნენ . მსახიობმა შეცდომა მალე გააანალიზა და ბურლაევს გაეყარა.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება