Google თავისი სარეკლამო სისტემიდან მაღალპროცენტიანი სესხების რეკლამის აკრძალვას გეგმავს

Google თავისი სარეკლამო სისტემიდან მაღალპროცენტიანი სესხების რეკლამის აკრძალვას გეგმავს

Google თავისი სარეკლამო სისტემიდან მოკლევადიანი და მცირე სესხებისა და მსგავსი პროდუქტების რეკლამების აკრძალვას გეგმავს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აკრძალვა ძალაში 2016 წლის 13 ივლისიდან შევა.

"ჩვენ აღარ განვათავსებთ რეკლამას ისეთი სესხების შესახებ, სადაც ვალის გადახდა 60 დღის ვადაში იგულისხმება. აშშ-ში ჩვენ ასევე ვკრძალავთ ისეთი სესხების რეკლამას, სადაც წლიური საპროცენტო განაკვეთი 36% ან უფრო მაღალია. როდესაც გადავხედეთ ჩვენს პოლიტიკას, აღმოვაჩინეთ, რომ მსგავსი სესხების გადახდა შეუძლებელი ხდება და ვალის რაოდენობა მომხმარებლისთვის განსაკუთრებით იზრდება", - წერია Google-ის განცხადებაში.

საძიებო სისტემის ხელმძღვანელობის განმარტებით, მათი გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მომხმარებლების საფრთხის შემცველი ფინანსური პროდუქტებისგან დაცვას.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა