შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი უკვე თურქეთის კლინიკაშია. დედა-შვილი თურქეთში დღეს გამთენიისას გაფრინდა. ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე თავად ტელეწამყვანიც წერს:
"ჩემო საყვარელო ხალხო, მადლობა გვერდში დგომისთვის. ჩვენ მოვაგროვეთ რაღაც ნაწილი თანხის და ოპერაციის პირველადი შენატანი გვაქვს. ჩვენ წავედით და ვეცდები იქიდან ინფორმაცია სულ მოგაწოდოთ. მიყვარხართ და მადლობა" - წერს ბეგაშვილი პოსტში და მადლობას უხდის ერთ-ერთ ქართულ ავიაკომპანიას, რომელმაც ევა ბარბაქაძის სპეციალიზირებული გადაყვანა უზრუნველყო.
ევა ბარბაქაძეს შაბათს, თურქეთის კლინიკაში პირველი ურთულესი ოპერაცია ხერხემალზე ჩაუტარდება. შეგახსენებთ, ცნობილი ტელეწამყვანის ქალიშვილის დასახმარებლად გახსნილია სპეციალური ანგარიშები, სადაც მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ:
"საქართველოს ბანკი"
GE57BG0000000642055200
TBC ბანკი
GE61TB7723536010100019 (GEL)
GE40TB1123536110100031 (USD)
ბანკი "რესპუბლიკა"
GE39BR0000010929691997
მიმღები: შორენა ბეგაშვილი