მსახიობი ნინო მუმლაძე ბავშვობაში თურმე, ბალერინობაზე ოცნებობდა. მშობლებმა სურვილი აუხდინეს, ბალეტის წრეზე მიიყვანეს, მაგრამ ნინო ამბობს: "მალევე მივხვდი, რომ ბალეტი ჩემი საქმე არ იყო და ახლა მსახიობობაზე დავიწყე ოცნება". ის დღეს პოპულარული მსახიობია. მას სამი სამსახური და საკმაოდ დატვირთული, მრავალფეროვანი ცხოვრება აქვს.
ბავშვობა
- ბავშვობიდან ხელოვნების მოყვარული ვიყავი და ჩემი სიცელქე მხოლოდ იმაში გამოიხატებოდა, რომ სულ რომელიღაც ზღაპრის გმირის ამპლუაში ვიყავი... მაგალითად, თუ გადავწყვეტდი, რომ კონკრეტულ დღეს "მალვინა" ვიყავი, ვითხოვდი, რომ შინ ჩემთვის ასე მოემართათ. "ნინოს" თუ დამიძახებდნენ, მათკენ არც ვიხედებოდი, მხოლოდ "მალვინაზე" მქონდა რეაქცია (იღიმის). სხვათა შორის, როლებს ოჯახის წევრებსაც ვუნაწილებდი. სწავლა-განათლების საკითხი ძალიან მკაცრად იყო ოჯახში დასმული და მეც ვცდილობდი, კარგად მესწავლა. ერთადერთი, იმის გამო მეჩხუბებოდნენ, თუ ფრიადს არ მივიღებდი. ისე, ცუდი ნიშანი არც არასდროს დაუწერიათ ჩემთვის.
- ანუ კარგი მოსწავლე იყავი?
- ყოველთვის დამჯერი მოსწავლე ვიყავი, კარგად ვსწავლობდი და არც "შატალოს" ორგანიზატორი ვყოფილვარ ოდესმე. მაგრამ თუ კლასელები გაკვეთილის გაცდენას გადაწყვეტდნენ, კლასში არც მე დავრჩებოდი. როგორც წესი, შენიშვნას დაგვიანების გამო ვიღებდი. სულ მიჭირდა დილით ადგომა და ამიტომ, პირველ გაკვეთილზე ყოველთვის მაგვიანდებოდა. სამწუხაროდ, ეს პრობლემა დღემდე მაქვს და დაგვიანების გამო სამსახურშიც მიმიღია შენიშვნა.
- ყოველთვის მსახიობობაზე ოცნებობდი?
- თავიდან ბალერინობა მინდოდა (იცინის)... დღეს, ამის თქმა ჩემი ფორმების მქონე ადამიანისგან სასაცილოდ ჟღერს და პრინციპში, არც ბავშვობაში ვიყავი ძალიან სიფრიფანა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მშობლებმა მაინც ამიხდინეს ოცნება და ბალეტზე შემიყვანეს. სხვათა შორის, ძალიან კარგი პლასტიკა მქონდა და მიუხედავად მრგვალი ფორმებისა, მოქნილი ვიყავი.
- საბავშვო ბაღში ან სკოლის პერიოდში შეყვარებული გყავდა?
- ბაღში არ მივლია, რადგან სახლში ბევრი მომვლელი მყავდა. 2 წლიდან ქართული და რუსული ანბანი ვიცოდი, თვლაც შემეძლო, ამიტომ ბაღში ჩემს შეყვანას აზრი არ ჰქონდა. სკოლაში კი პირველსავე კლასში გავხდი ერთი ჩემი კლასელის სიყვარულის ობიექტი. მან ეს გაკვეთილზე, ხმამაღლა გამოაცხადა და როდესაც მასწავლებელმა მკითხა: ამაზე რას ფიქრობო? ვუთხარი, რომ მეც მომწონდა. მას ჯონი ერქვა, მაგრამ გვარი არ მახსოვს. მეორე კლასიდან სხვა სკოლაში გადაიყვანეს.
გზა წარმატებისკენ
- როგორ მოახერხე, წარმატებული მსახიობი გამხდარიყავი? ... განაგრძეთ კითხვა