უკრაინული მედია - ევროკავშირის საბჭოში 20 მაისს დაგეგმილ შეხვედრაზე ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება არ იგეგმება

 უკრაინული მედია - ევროკავშირის საბჭოში 20 მაისს დაგეგმილ შეხვედრაზე ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება არ იგეგმება

20 მაისს, ევროკავშირის საბჭოში დაგეგმილ შეხვედრაზე არ იგეგმება არცერთ ქვეყანასთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, - ამის შესახებ უკრაინულ გამოცემა „უკრინფორმს“ ევროკავშირის წყარომ აცნობა. თუმცა, მისივე ინფორმაციით, ევროკავშირმა უკრაინისათვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა, ევროკავშირის საბჭოს ივნისის ბოლოს დაგეგმილ შეხვედრამდე განიხილოს.

„20 მაისს დაგეგმილ მინისტრთა შეხვედრაზე არ იგეგმება არცერთ ქვეყანასთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, მათ შორის არც უკრაინის შესახებ. ჩვენ ამ საკითხზე კვლავ ევროპარლამენტის პოზიციას ველოდებით. თუმცა, შესაძლოა, ეს საკითხი განვიხილოთ მომდევნო შეხვედრაზე, რომელიც 10 ივნისს გაიმართება, თუმცა დღის წესრიგი ჯერ არ არის გაწერილი“, - აცხადებს უკრაინული მედიის წყარო.

ამასთან, როფორც ევროკავშირის საბჭოში აცხადებენ, 20 მაისის შეხვედრაზე მინისტრები გეგმავენ გადახედონ სამი ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის საკითხს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა